დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,გამოყენებისათვის უვარგისი ეროვნული ვალუტის ბანკნოტებისა და ფასიანი ქაღალდების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 3 თებერვლის №31 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 147 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 10/06/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 83, 11/06/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.010.040.18.011.011.909 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.18.011.011.909
საქართველოს ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის ბრძანება №147
2008 წლის 10 ივნისი
ქ. თბილისი
,,გამოყენებისათვის უვარგისი ეროვნული ვალუტის ბანკნოტებისა და ფასიანი ქაღალდების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 3 თებერვლის №31 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 3 თებერვლის №31 ბრძანება ,,გამოყენებისათვის უვარგისი ეროვნული ვალუტის ბანკნოტებისა და ფასიანი ქაღალდების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“.
2. ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2008 წლის 14 მარტს განხორციელებული ცვლილებებით.
3. ეს ბრძანება ძალაშია 2008 წლის 11 ივნისიდან.
დ. ამაღლობელი
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები