დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 520 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/06/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 83, 11/06/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.011.902 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.902
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №520
2008 წლის 5 ივნისი
ქ. თბილისი
„საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით (სსმ III, 21.03.2007წ., №38, მუხ. 440) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ინიციატივა შედგენილი უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად და უნდა შეიცავდეს მოთხოვნას სკოლისათვის კონკრეტული სახელის მინიჭების შესახებ და ამ მოთხოვნის დეტალურ დასაბუთებას;“;
ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ინიციატივა რეგისტრირდება სკოლის კანცელარიაში და რეგისტრაციის დღესვე გადაეცემა სამეურვეო საბჭოს. სამეურვეო საბჭო უზრუნველყოფს ცნობის გამოქვეყნებას საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად.“;
გ) მე-3 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-4 პუნქტი;
დ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ინიციატივის განხილვა სრულდება. გადაწყვეტილება მიიღება სამეურვეო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.“;
ე) მე-4 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები;
ვ) მე-5 და მე-6 მუხლებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ინიციატივის საზოგადოებრივი საბჭოს მიერ განხილვა
1. სკოლისათვის სახელის მინიჭების შესახებ ინიციატივას განიხილავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ შექმნილი საზოგადოებრივი საბჭო.
2. სამინისტროში სამეურვეო საბჭოს მიერ განსახილველად წარდგენილი ინიციატივა უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და შესაბამისი ოქმის ასლს;
ბ) დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების ასლებს – ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 6. სახელის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
საზოგადოებრივი საბჭოს წინადადებების საფუძველზე მინისტრი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) სკოლისათვის სახელის მინიჭების, სკოლის წესდებასა და დაფუძნების აქტში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც ფორმდება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ბ) სკოლისათვის სახელის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;
ზ) მე-7 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. სკოლის სახელის შეცვლა ან გაუქმება
სკოლისათვის სახელის შეცვლა ან გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული სახელის მინიჭებიდან სულ მცირე 5 წლის გასვლის შემდეგ. სკოლისათვის სახელის შეცვლა ხდება სკოლის სახელის მინიჭებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.“.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ნოდია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები