დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საკონსულტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის №104 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 519 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/06/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 519, 11/06/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.010.000.22.022.011.901 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.011.901
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №519
2008 წლის 5 ივნისი
ქ. თბილისი
„საკონსულტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის №104 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საკონსულტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის №104 ბრძანებაში (სსმ III, 2.07.2004 წ., №66, მუხ. 582) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების სათაურში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბირო ორგანოს – საზოგადოებრივი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“;
ბ) ბრძანების პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბირო ორგანო – საზოგადოებრივი საბჭო.“;
გ) ბრძანების მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბირო ორგანოს – საზოგადოებრივი საბჭოს თანდართული დებულება.“;
დ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების სათაურში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბირო ორგანოს – საზოგადოებრივი საბჭოს დებულება“;
ე) დებულების პირველ მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე რეფორმის გამჭვირვალობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მუშაობის საჯაროობის, საზოგადოებასთან დიალოგის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით შექმნილი სათათბირო ორგანო, რომელიც მოქმედებს საზოგადოებრივ საწყისებზე.“;
ვ) დებულების მე-2 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
საბჭო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით.“;
ზ) დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბჭოს წევრებს ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;
თ) დებულების მე-5 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5
საბჭოს სხდომები იმართება მინისტრის ან საბჭოს ნებისმიერი წევრის ინიციატივით, მინისტრის გადაწყვეტილებით. საბჭოს სხდომის შედეგები და რეკომენდაციები ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით.“;
ი) დებულების მე-8 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8
თავის სხდომებზე საბჭო:
ა) სამინისტროს ინიციატივის საფუძველზე განიხილავს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მისაღები სამართლებრივი აქტების პროექტებს და მათთან დაკავშირებით გამოთქვამს მოსაზრებებსა და შენიშვნებს, მსჯელობს სამინისტროს მიერ განსახორციელებელი საქმიანობის შესახებ;
ბ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სამინისტროს მიერ მისაღები გადაწყვეტილებების განხორციელების ხელშესაწყობად;
გ) განიხილავს საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების თაობაზე ინიციატივას და მინისტრს წარუდგენს წინადადებებს საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების ან არმინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე.“;
კ) დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-9 მუხლი.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ნოდია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები