დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის მატერიალურ-ტექნიკური ნორმატივის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 16 ივნისის №618 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 507 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/06/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 83, 11/06/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/08/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.010.000.22.022.011.887 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.011.887
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №507
2008 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის მატერიალურ-ტექნიკური ნორმატივის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 16 ივნისის №618 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის მატერიალურ-ტექნიკური ნორმატივის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 16 ივნისის №618 ბრძანების (სსმ III, 20.06.2006 წ., №82, მუხ. 1089) დანართი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სასკოლო მერხი და სკამი
სასკოლო მერხისა და სკამის სიმაღლის განმსაზღვრელი ცხრილი მოსწავლის სიმაღლის მიხედვით
| მოსწავლის სიმაღლე | მერხის სიმაღლე სმ-ში | სკამის სიმაღლე სმ-ში |
| 172 და მეტი | 76 | 46 |
| 157-172 სმ | 70 | 42 |
| 142-157 სმ | 64 | 38 |
| 142 სმ და ნაკლები | 58 | 34 |
1. მაგიდის ზედაპირის ზომები: სიგანე – 45-50 სმ, სიგრძე – 60-70 სმ;
2. სასკოლო მერხის და სკამის მასალა უნდა იყოს მეტალის კარკასი, ზედაპირი ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან;
3. აუცილებელი პირობა – მერხი და სკამი უნდა იყოს ცალ-ცალკე;
4. სასკოლო მერხი გათვლილია 1 მოსწავლეზე.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ნოდია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები