„საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 205
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 134, 26/09/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 18/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 230.030.000.10.003.000.846
  • Word
205
26/09/2007
სსმ, 134, 26/09/2007
230.030.000.10.003.000.846
„საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №205

2007 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებით (სსმ III, 2006 წელი, №172, მუხლი 2315) დამტკიცებულ „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საწყობის შესასვლელი და გასასვლელი, აგრეთვე საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელი და გასასვლელი მუდმივად უნდა იყოს დალუქული საწყობის მფლობელის მიერ რეგიონალურ საბაჟოსთან/რეგიონალურ ცენტრთან (საგადასახადო ინსპექციასთან) შეთანხმებული ნიმუშის უნიკალურნომრიანი ერთჯერადი ლუქით, გარდა საქონლის შეტანისას ან/და გამოტანისას, აგრეთვე განსაზღვრული ოპერაციების განხორციელებისას. ამ ქვეპუნქტში მითითებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ ნებართვის მფლობელზე, რომლის მიმართ საბაჟო ორგანო მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას საწყობის ტვირთბრუნვის ან ოპერაციების სპეციფიკურობიდან გამომდინარე საწყობის მფლობელის მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე;“;

ბ) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესრულების მიზნით საბაჟო წერილობითი ფორმით (რომელიც იგზავნება დაზღვეული ფოსტით) ატყობინებს დამსაწყობებელს საქონლის სხვა შესაბამისი სახის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობში ან შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების ვალდებულების შესახებ. თუ დამსაწყობებელი საქონელს არ გაიტანს რეგიონალური საბაჟოს/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ დადგენილ ვადაში (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს) მას ეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 12 ოქტომბრიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი