,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 157
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 03/06/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 80, 04/06/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 08/04/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.22.027.011.880
  • Word
157
03/06/2008
სსმ, 80, 04/06/2008
010.320.030.22.027.011.880
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.22.027.011.880

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №157

2008 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებით (სსმ III, 2001 წ., №12, მუხ.120) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-4 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. იუსტიციის სამინისტროსა და მისი სისტემის მოსამსახურეებს უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი შემთხვევებისა, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი.“.

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის მოსამსახურეებს ნომენკლატურის ფარგლებში საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურის უფროსი.“.

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. სამხედრო ძალების თადარიგის ოფიცრებს სასჯელაღსრულების ორგანოებში მიღებისა და სამინისტროს მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისას ენიჭებათ თადარიგის წოდების შესაბამისი სპეციალური წოდება, ხოლო ამ უკანასკნელის არქონის შემთხვევაში მიენიჭებათ პირველადი სპეციალური წოდება ,,იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი“.

2. დებულების დანართი №6 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,დანართი №6

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახური

1. სამსახურის უფროსი – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.

2. უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.

3. უფროსის თანაშემწე, მთავარი სპეციალისტი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.

4. უფროსი სპეციალისტი – I კლასის იურისტი.

5. სპეციალისტი – II კლასის იურისტი“.

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიული ორგანოები – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროები

1. პრობაციის ბიუროს უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.

2. პრობაციის ბიუროს უფროსის მოადგილე – იუსტიციის მრჩეველი;

3. პრობაციის ოფიცერი – I კლასის იურისტი;

4. სპეციალისტი – II კლასის იურისტი“.

3. დებულებას დაემატოს შემდგი შინაარსის დანართი №61:

,,დანართი №61

სასჯელაღსრულების დეპარტამენტი

1. თავმჯდომარე – იუსტიციის გენერალ-მაიორი.

2. თავმჯდომარის მოადგილე – იუსტიციის პოლკოვნიკი.

3. თავმჯდომარის თანაშემწე – იუსტიციის პოლკოვნიკი.

4. თავმჯდომარის მრჩეველი – იუსტიციის პოლკოვნიკი.

5. სამსახურის უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი.

6. შტაბის უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი.

7. განყოფილების უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი.

8. საზოგადოებრივი მისაღების უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი.

9. სამორიგეოს უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი.

10. კანცელარიის უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი.

11. მთავარი ინსპექტორი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი.

12. კადრების უფროსი ინსპექტორი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი.

13. უფროსი ინსპექტორი – იუსტიციის მაიორი.

14. ინსპექტორი – იუსტიციის კაპიტანი.

15. უფროსი მორიგე ინსპექტორი – იუსტიციის მაიორი.

16. უფროსი სოციალური მუშაკი – იუსტიციის მაიორი.

17. უფროსი ბუღალტერი – იუსტიციის მაიორი.

18. სოციალური მუშაკი – იუსტიციის კაპიტანი.

19. უფროსი სპეციალისტი – იუსტიციის კაპიტანი.

20. სპეციალისტი – იუსტიციის კაპიტანი.

21. უფროსი გამომძიებელი – იუსტიციის მაიორი.

22. გამომძიებელი – იუსტიციის კაპიტანი.

23. საწყობის გამგე – იუსტიციის მაიორი.

24. ჯგუფის უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი.

25. ექიმ-ექსპერტი – იუსტიციის მაიორი.

26. გუშაგი – იუსტიციის ზემდეგი.

27. ინსპექტორი – იუსტიციის ზემდეგი.

28. უფროსი მორიგე ინსპექტორის თანაშემწე – იუსტიციის ზემდეგი.

29. უმცროსი ინსპექტორი – იუსტიციის ზემდეგი.

30. სპეციალისტი – იუსტიციის ზემდეგი.

გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახური

1. განყოფილების უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი.

2. განყოფილების უფროსის მოადგილე – იუსტიციის მაიორი.

3. ასეულის მეთაური – იუსტიციის მაიორი.

4. ოცეულის მეთაური – იუსტიციის კაპიტანი.

5. ოცეულის მეთაურის მოადგილე – იუსტიციის კაპიტანი.

6. ოცეულის მეთაურის თანაშემწე – იუსტიციის კაპიტანი.

7. ყარაულის უფროსი – იუსტიციის კაპიტანი.

8. ყარაულის უფროსის თანაშემწე – იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი.

9. საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის ინსპექტორი – იუსტიციის კაპიტანი.

10. უმცროსი ინსპექტორი – იუსტიციის ზემდეგი.

11. გუშაგი – იუსტიციის ზემდეგი.

საბადრაგო სამსახური

1. სამსახურის უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი.

2. შტაბის უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი.

3. მორიგე ინსპექტორი – იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი.

4. მორიგე ინსპექტორის თანაშემწე – იუსტიციის ზემდეგი.

5. ოცეულის მეთაური – იუსტიციის კაპიტანი.

6. ყარაულის უფროსი – იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი.

7. ყარაულის უფროსის თანაშემწე- იუსტიციის ზემდეგი.

8. გუშაგი – იუსტიციის ზემდეგი.

9. კანცელარიის უფროსი – იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი.

სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახური

1. სამსახურის უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი.

2. უფროსის მოადგილე – იუსტიციის პოლკოვნიკი.

3. შტაბის უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი.

4. განყოფილების უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი.

5. განყოფილების უფროსის მოადგილე – იუსტიციის მაიორი.

6. უფროსი ინსპექტორი – იუსტიციის მაიორი.

7. ინსპექტორი – იუსტიციის კაპიტანი.

8. უმცროსი ინსპექტორი – იუსტიციის ზემდეგი.

9. სპეციალისტი – იუსტიციის ზემდეგი.

10. გუშაგ- მებრძოლი – იუსტიციის ზემდეგი.

11. მებრძოლი – იუსტიციის კაპიტანი.

12. მებრძოლი – იუსტიციის ზემდეგი.

13. ოპერატიული მორიგე ინსპექტორი – იუსტიციის კაპიტანი.

სასჯელაღსრულების დაწესებულებები

1. დირექტორი – იუსტიციის პოლკოვნიკი.

2. დირექტორის პირველი მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი.

3. დირექტორის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი.

4. განყოფილების უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი.

5. კანცელარიის უფროსი – იუსტიციის კაპიტანი.

6. უფროსი ინსპექტორი – იუსტიციის მაიორი.

7. ინსპექტორი (ოფიცერი) – იუსტიციის კაპიტანი.

8. ინსპექტორი (ოფიცერი) – იუსტიციის ლეიტენანტი.

9. ინსპექტორი (რიგითი) – იუსტიციის ზემდეგი.

10. კონტროლიორი – იუსტიციის ზემდეგი.

11. ოპერატიული მორიგე ინსპექტორი – იუსტიციის მაიორი.

12. ოპერატიული მორიგე ინსპექტორის თანაშემწე – იუსტიციის კაპიტანი.

13. სოციალური მუშაკი – იუსტიციის კაპიტანი.

14. ფსიქოლოგი – იუსტიციის კაპიტანი.

15. ბუღალტერი – იუსტიციის მაიორი.

16. არქივარიუსი – იუსტიციის კაპიტანი.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია