„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 625
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/05/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 77, 30/05/2008
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.011.865
625
29/05/2008
სსმ, 77, 30/05/2008
040.030.000.22.034.011.865
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი


სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.011.865

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №625

2008 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

„1. სააგენტოს დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.“.

2. პირველი მუხლის მე-8 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სააგენტოს იურიდიული მისამართია: თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კმ.“.

3. მე-7 მუხლის „გ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინარსის „გ.ა.ა“ ქვეპუნქტი:

„გ.ა.ა) საჩხერე-ამბროლაურის ქვეგანყოფილება.“.

4. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21  ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„21 . დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქუთაისის განყოფილებაში შემავალი საჩხერე-ამბროლაურის ქვეგანყოფილების უფლებამოსილება, სამოქმედო ტერიტორია და სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით.“. 

5. მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი საინფორმაციო უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება უზრუნველყოფს:

გ.ა) სააგენტოში მოქალაქეთა ინფორმირებას მომსახურების პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე:

გ.ბ) დღე-ღამის განმავლობაში დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სააგენტოს საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული მატერიალური ფასეულებების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;

გ.გ) დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე და სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში წესრიგის დაცვას.“.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    ი. მერაბიშვილი