,,საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 467
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/05/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 78, 02/06/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.011.864
  • Word
467
27/05/2008
სსმ, 78, 02/06/2008
230.020.020.22.033.011.864
,,საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.011.864

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №467

2008 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

,,საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის    20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ. 2327) დამტკიცებულ ,,საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) მოწმობის გამოწერა (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა).“;

ბ) ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოში შემოსვლის დროს სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია არ წარედგინება და გამოიწერება მოწმობა (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილების შემთხვევისა) ან წარედგინება TIR-კარნეტი.“;

გ) ინსტრუქციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილების შემთხვევაში – მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრული სტიკერისა და დასმული თარიღდამღის წარდგენა.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური