,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 463
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/05/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 78, 02/06/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.011.860
  • Word
463
27/05/2008
სსმ, 78, 02/06/2008
230.150.070.22.033.011.860
,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.011.860

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №463

2008 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

 1. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხლი 2330) დამტკიცებულ ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ინსტრუქციის მე-4 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ, უცხოეთში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე;“;

ბ) ინსრუქციის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის სახელი და გვარი, მისამართი და პირადი ნომერი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედ-ვით) – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, თავისი სვლით გადაადგილებული (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა), ან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით დადგენილ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი საქონლის გადამაადგილებელი, ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოსვლისას (მ.შ. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ უცხოეთში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე), რომელიც ექცევა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში.“;

გ) ინსტრუქციის მე-11 მუხლის მე-17 პუნქტის ,,ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით დადგენილ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი საქონლის გადამაადგილებელ ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოსვლისას (მ.შ. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ უცხოეთში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე) პირველ განყოფილებაში სიტყვა ,,სხვადასხვა“, ხოლო მეორე განყოფილებაში მიეთითება შეფუთვის – ,,ტომრის“ შესატყვისი კოდი;“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური