,,სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1753 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1753 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 462
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/05/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 78, 02/06/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.011.859
  • Word
462
27/05/2008
სსმ, 78, 02/06/2008
230.210.000.22.033.011.859
,,სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1753 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.011.859

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 462

2008 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1753 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1753 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ. 2319) დამტკიცებულ „სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მოწმობის გამოწერა (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგის-ტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა).“;

ბ) ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა) მიტანის ვადა განისაზღვრება დადგენილი წესით, გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურკლიმატური პირობების გათვალისწინებით. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა – 90 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია საზღვაო გზით და 65 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია სხვა გზით.“;

გ) ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე ხორციელდება მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტის სტიკერიანი ფურცლის ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარდგენით.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური