დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 461 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/05/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 78, 02/06/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.100.000.22.033.011.858 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.100.000.22.033.011.858
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №461
2008 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხლი 2320) დამტკიცებულ ,,საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) მოწმობის გამოწერა (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა).“;
ბ) ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა) მიტანის ვადა განისაზღვრება დადგენილი წესით, გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა – 90 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია საზღვაო გზით და 65 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია სხვა გზით.“;
გ) ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა), მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (არასასაზღვრო საბაჟო ორგანოში, რომელიც განთავსებულია საბაჟო საწყობის, დროებითი შენახვის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე) ხორციელდება მოწმობის წარდგენით (მოწმობის უკანა გვერდზე საბაჟო საწყობის, დროებითი შენახვის საბაჟო საწყობის უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო აღნიშვნით), რომელიც დასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღისა და დროის მითითებით.“;
დ) ინსტრუქციის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ2) როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გარეშე შემოტანილია უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან 20 კალენდარული დღის ვადაში და მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო გზით შემოტანიდან 90 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო სხვა გზით შემოტანიდან 65 კალენდარული დღის ვადაში (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებისა) გააქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან;“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები