,,საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 460
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/05/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 78, 02/06/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.011.857
  • Word
460
27/05/2008
სსმ, 78, 02/06/2008
230.020.020.22.033.011.857
,,საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.011.857

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 460

2008 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

,,საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხლი 2323) დამტკიცებულ ,,საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) მოწმობის გამოწერა (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგის-ტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა).“;

ბ) ინსტრუქციის მე-4 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,31. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანისას ზოგად დეკლარირებად ჩაითვლება მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრული სტიკერის წარდგენა.“;

გ) ინსტრუქციის მე-7 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა – 90 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება შემოტანილია საზღვაო გზით და 65 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება შემოტანილია სხვა გზით.“;

დ) ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დროებითი შემოტანის დროს (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა), მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდ-გენით, რომელიც დადასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდის დასმით, აგრეთვე დამოწმების თარიღისა და დროის მითითებით.“;

ე) ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე ხორციელდება მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტის სტიკერიანი ფურცლის სათანადოდ დამოწმებული ასლის წარდგენით.“;

ვ) ინსტრუქციის მე-11 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,31. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ უცხოეთში რეგისტრირებულ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დეკლარაციის წარდგენა ხდება ზოგადი დეკლარირებიდან (მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრულ სტიკერთან დასმული თარიღიდან) 20 კალენდარულ დღეში, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე:

ა) ზოგადი დეკლარირებიდან (მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრულ სტიკერთან დასმული თარიღიდან) 90 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;

ბ) ზოგადი დეკლარირებიდან (მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრულ სტიკერთან დასმული თარიღიდან) 65 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური