დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 276 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/05/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.120.000.22.026.011.843 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.011.843
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №276
2008 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ. 1467) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-40 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,40. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის, ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯები 500 ლარის ოდენობით, ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, მითითებულ ოჯახს დამატებით შეიძლება მიეცეს ერთჯერადი დახმარება შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით. სამხედრო სამსახურში მყოფი პირის დაღუპვის სხვა შემთხვევაში მის ოჯახს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, შეიძლება მიეცეს ერთჯერადი დახმარება შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით. ნეშტის გადასვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.“.
2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსები და პირადი შემადგენლობა.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან.
დ. კეზერაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები