დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პიროვნების დაბადების თაობაზე გასაცემი – დაბადების სამედიცინო ცნობის, გარდაცვალების თაობაზე – სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის ფორმების, მათი შევსებისა და გაცემის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 10 მარტის №54/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 118/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/05/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 73, 16/05/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.22.035.011.834 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.011.834
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №118/ნ
2008 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
„პიროვნების დაბადების თაობაზე გასაცემი – დაბადების სამედიცინო ცნობის, გარდაცვალების თაობაზე – სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის ფორმების, მათი შევსებისა და გაცემის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 10 მარტის №54/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „პიროვნების დაბადების თაობაზე გასაცემი – დაბადების სამედიცინო ცნობის, გარდაცვალების თაობაზე – სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის ფორმების, მათი შევსებისა და გაცემის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 10 მარტის №54/ნ (სსმ III, 2003 წ., №22, მუხ. 201) ბრძანებით დამტკიცებულ დანართ №4-ში ,,სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის შევსებისა და გაცემის ინსტრუქციაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. მოწმობის გაცემა შეუძლია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას, საავადმყოფოს, დისპანსერს, ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ დაწესებულებას, კლინიკას, სამშობიარო სახლს, სანატორიუმს, პათოლოგანატომიურ (კლინიკური პათოლოგიის) და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დაწესებულებას (შემდგომში – ჯანდაცვის დაწესებულება), მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა.“;
ბ) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. მოწმობის გაცემის უფლება აქვს მხოლოდ მკურნალ ექიმს, პათოლოგანატომს (კლინიკურ პათო-ლოგს), სასამართლო-სამედიცინო ექსპერტს, ექიმ-ექსპერტს. აუცილებლობის შემთხვევაში მოწმობა შეიძლება გასცეს ჯანდაცვის დაწესებულების ხელმძღვანელმა ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილმა პირმა.“;
გ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარის მე-5 პუნქტი:
,,5. სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობების დაბეჭდვას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“;
დ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მოწმობა გაიცემა უფასოდ გარდაცვლილის კანონიერ წარმომადგენელზე, მის მიერ წარმომადგენ-ლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენისა და მოწმობის ყდაზე ხელის მოწერის შემდეგ.“;
ე) მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. თუ გაცემულ და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებში წარდგენილ მოწმობაში შემ-დგომში აღმოჩნდა შეცდომა ან დამატებითი გამოკვლევების საფუძველზე შეიცვალა დიაგნოზი, ჯანდაცვის დაწესებულების მიერ უნდა შეივსოს ახალი მოწმობა წარწერით ,,სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის —————— მაგიერ“ და გაიგზავნოს ყველა იმ ორგანოში, სადაც ინახება შესაცვლელად, შეცდომით შევსებული სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობა (ქალაქის, რაიონის).“;
ვ) მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. წიგნაკის სახით აკინძული გასაცემი მოწმობების ბლანკები და გაცემული მოწმობების ყდები ინახება ჯანდაცვის დაწესებულების ხელმძღვანელ ან მის მიერ უფლებამოსილ პირთან.“;
ზ) მე-2 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11. ჯანდაცვის დაწესებულების ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს მოწმობის შევსების სიზუსტის კონტროლი.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები