,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე“

,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 33/2008
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 14/05/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 73, 16/05/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.833
33/2008
14/05/2008
სსმ, 73, 16/05/2008
010.190.020.15.008.011.833
,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე“
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.833

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №33/2008

2008 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების და №28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 2008 წლის 13 მაისის №35 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1

№28 დუშეთის საარჩევნო ოლქის №54 საარჩევნო უბნიდან გადასატანი საარჩევნო ყუთებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის, ამავე ოლქის №41 ბარისახოს საარჩევნო უბანში 2008 წლის 21 მაისის 23 საათამდე გადაუცემლობის შემთხვევაში, №41 ბარისახოს საუბნო საარჩევნო კომისია ამ უბნის შედეგებს შეაჯამებს მასზე მიმაგრებული №54 საარჩევნო უბნის შედეგების გაუთვალისწინებლად.

მუხლი 2

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სა­სა­მართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მი­სამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1) მისი მიღებიდან 1 კალენდა­რული დღის ვადაში.

მუხლი 3

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                     ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი                                                                               გ. მჭედლიძე