დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 16 აპრილის №22/2008 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32/2008 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 14/05/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 73, 16/05/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020.090.000.15.008.011.832 |
სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი 020.090.000.15.008.011.832
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №32/2008
2008 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 16 აპრილის №22/2008 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 77-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1.
საქართველოს ცენტრლური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 16 აპრილის №22/2008 დადგენილებით დამტკიცებულ საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერი ინსტრუქციის მე-11 მუხლის „საჩივრის განხილვის პირობები და წესი“ პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საარჩევნო კომისიის სხდომაზე საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს საჩივრის შემომტან პირს/სადამკვირვებლო ორგანიზაციას/საარჩევნო სუბიექტს“.
მუხლი 2.
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის N1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები