დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგამოცდო ლაბორატორიისა და სადეგუსტაციო კომისიისათვის წარსადგენად ნიმუშის აღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 15 ნოემბრის №2-183 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-79 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/05/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 74, 19/05/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340.170.000.22.032.011.830 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.032.011.830
საქართველოს სოფლის მეურნეობის
მინისტრის ბრძანება №2-79
2008 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
,,საგამოცდო ლაბორატორიისა და სადეგუსტაციო კომისიისათვის წარსადგენად ნიმუშის აღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 15 ნოემბრის №2-183 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საგამოცდო ლაბორატორიისა და სადეგუსტაციო კომისიისათვის წარსადგენად ნიმუშის აღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 15 ნოემბრის №2-183 ბრძანებით დამტკიცებულ საგამოცდო ლაბორატორიისა და სადეგუსტაციო კომისიისათვის წარსადგენად ნიმუშის აღების წესში (სსმ III, 27.11.2007წ., №167, მუხ. 1847) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ნიმუშის აღება წარმოებს ალკოჰოლიანი სასმელების სასერტიფიკაციო ან სერტიფიცირებული პარტიიდან საგამოცდო ლაბორატორიისათვის ან/და სადეგუსტაციო კომისიისათვის წარსადგენად.“;
ბ) მე-3 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სარეალიზაციოდ მზა ალკოჰოლიანი სასმელების ბოთლის ყელს ლუქავენ ბეჭდით, რომელიც ისე უნდა იყოს დალუქული, რომ ვიზუალურად ადვილი შესამჩნევი იყოს ლუქის მთლიანობის დარღვევის ფაქტი.“.
„6. ნიმუშების შემოწმების მიზნით „სამტრესტი“ და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური უფლებამოსილია, შესაბამისი სერტიფიცირებული პარტიიდან აიღოს 3 ნიმუში და გადასცეს ლაბორატორიული გამოცდისათვის, შეადაროს ექსპორტიორის მიერ წარმოდგენილ ნიმუშს, შეტყობინებიდან არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა. აღებული 3 ნიმუშიდან ერთ-ერთი ნიმუში რჩება იმ ობიექტზე, სადაც წარმოებდა ნიმუშის აღება. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე დაუშვებელია სერტიფიცირებული პარტიის ექსპორტი ან ბაზარზე სხვაგვარად განთავსება.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. კვეზერელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები