დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 257 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/05/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 72, 14/05/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/01/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.010.000.22.026.011.827 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.011.827
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №257
2008 წლის 13 მაისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №176, მუხლი 2416) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. დებულების მე-13 პუნქტს დაემატოს ,,თ)“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,თ) ელექტრონული და ვიდეოკონტროლის განყოფილება.“.
2. დებულებას დაემატოს 323 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,323. ელექტრონული და ვიდეოკონტროლის განყოფილება ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის (შემდგომში – ადმინისტრაციული შენობა) ვიდეო კონტროლი;
ბ) ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სამოქალაქო ოფისის მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადების/გამოუცხადებლობის ელექტრონული და ვიდეოკონტროლი;
გ) ადმინისტრაციულ შენობაში არსებული ვიდეო და ელექტრონული კონტროლის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა;
დ) ვიდეო და ელექტრონული კონტროლის საფუძველზე არსებული ინფორმაციის ფილტრაცია და მისი მიწოდება შესაბამისი თანამდებობის პირისათვის.“.
მუხლი 2
ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 3
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დ. კეზერაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები