,,საერთო რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №365 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საერთო რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №365 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 144
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 08/05/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 70, 08/05/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 28/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.011.820
  • Word
144
08/05/2008
სსმ, 70, 08/05/2008
100.070.000.22.027.011.820
,,საერთო რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №365 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.011.820

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №144

2008 წლის 8 მაისი

 ქ. თბილისი

,,საერთო რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №365 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საერთო რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №365 ბრძანებით (სსმ III, 1999 წ., №71(78), მუხ. 1095) დამტკიცებულ ,,საერთო რეჟიმის დაწესებულების დებულებაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების მოსამსახურეებს, გარდა დირექტორის პირველი მოადგილისა, მოადგილისა და დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის უფროსისა;“;

ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 4

1. დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე დაწესებულების დირექტორის წარდგინებით.

2. დირექტორის პირველი მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში, თუ კანონით ან შესაბამისი სპეციალური აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. დირექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილის დაქვემდებარებაში არიან დაწესებულების სტრუქტურული ერთეულები, კადრების ინსპექტორები.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია