,,საპყრობილის რეჟიმის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №367 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საპყრობილის რეჟიმის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №367 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 141
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 08/05/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 70, 08/05/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 28/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.011.817
  • Word
141
08/05/2008
სსმ, 70, 08/05/2008
100.070.000.22.027.011.817
,,საპყრობილის რეჟიმის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №367 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.011.817

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №141

2008 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

,,საპყრობილის რეჟიმის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №367 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საპყრობილის რეჟიმის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №367 ბრძანებით (სსმ III, 1999 წ., №72(79), მუხ. 1100) დამტკიცებულ ,,საპყრობილის დებულებაში“ (დანართი №2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების მოსამსახურეებს, გარდა დირექტორის პირველი მოადგილისა, მოადგილისა და დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის უფროსისა;“.

ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4.

1. დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე დაწესებულების დირექტორის წარდგი-ნებით.

2. დირექტორის პირველი მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში, თუ კანონით ან შესაბამისი სპეციალური აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. დირექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილის დაქვემდებარებაში არიან დაწესებულების სტრუქტურული ერთეულები, კადრების ინსპექტორები.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია