,,დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“

  • Word
,,დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 131/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 30/05/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 78, 02/06/2008
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.011.874
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
131/ნ
30/05/2008
სსმ, 78, 02/06/2008
470.230.000.22.035.011.874
,,დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/06/2008 - 01/10/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.011.874

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №131/ნ

2008 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამა“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    ა. კვიტაშვილი

დანართი

დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამა

თავი I

პროგრამის ანოტაცია

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია თანამედროვე სტანდარტებისა და საერთაშორისო რეკომენდაციების (WFMEME სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია) შესაბამისი დონის ექიმი სპეციალისტების მომზადება.

    მუხლი 2. პროგრამის ამოცანა

პროგრამის ამოცანაა 2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებული რეზიდენტების მომზადება და ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და ამ გზით უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების ისეთი კურსდამთავრებულების შერჩევა, რომლებიც გამოირჩევიან საფუძვლიანი ცოდნით და მზად არიან აითვისონ დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების პროგრამა.

    მუხლი 3. პროგრამის კომპონენტები

პროგრამა შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:

ა) 2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებული რეზიდენტების მომზადების კომპონენტი;

ბ) ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის კომპონენტი.

    მუხლი 4. პრობლემის აღწერა

1. ექიმის სპეციალისტად ჩამოყალიბების პროცესის უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება), ხოლო ექიმის, როგორც სპეციალისტის, პროფესიული კომპეტენციის სრულყოფა მისი პრაქტიკული საქმიანობის მთელ პერიოდში გრძელდება უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობის გზით. “საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) უფლება აქვს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს, რომელმაც ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მოიპოვა ქულების დადგენილი რაოდენობა. ამდენად, პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები უზრუნველყოფს სამედიცინო განათლების ეტაპობრიობის შესახებ კანონით დადგენილი სამართლებრივი პრინციპების სრულფასოვან ამოქმედებას.

2. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დამთავრების შედეგად საექიმო საქმიანობის მაძიებელი იძენს იმ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც აუცილებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განსახორციელებლად. დიპლომისშემდგომი განათლების ფორმა რეზიდენტურა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. აღნიშნული პროცესის უზრუნველყოფისა და საკადრო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო ფინანსურად უზრუნველყოფს 2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებულ რეზიდენტთა მზადების ადმინისტრირებას.

    მუხლი 5. განხორციელების მეთოდოლოგია

1. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამას ახორციელებს, მართავს და მონიტორინგს აწარმოებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი.

2. დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი და ამ მიზნით 2008 წელს გათვალისწინებულია 233 600 (ორას ოცდაცამეტი ათას ექვსასი) ლარი, რომელიც ნაწილდება თანდართული ცხრილი №1-ის შესაბამისად.

    მუხლი 7. განხორციელების ვადები

პროგრამა ხორციელდება 2008 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

    მუხლი 8. პროგრამის შედეგები

პროგრამის მოსალოდნელი შედეგებია:

ა) 2008 წლის განმავლობაში სახელმწიფო დაკვეთით სარეზიდენტო მზადებას დაასრულებს 58 რეზიდენტი, ხოლო სარეზიდენტო მზადებას გააგრძელებს 74 რეზიდენტი;

ბ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებით დამკვიდრდება სამედიცინო განათლების ეტაპობრივი სტანდარტები.

თავი II

2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებული რეზიდენტების მომზადების კომპონენტი

    მუხლი 9. კომპონენტის ამოცანები     

კომპონენტის ამოცანებია:

ა) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სტანდარტებისა და შესრულებული სამუშაოს ყოველთვიური ანგარიშის საფუძველზე დადგენილი წესით დაფინანსების უზრუნველყოფა;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებული (დიპლომის მქონე) პირის დახელოვნება შესაბამის საექიმო სპეციალობაში და კვალიფიციური სპეციალისტის მომზადება შესაბამისი პროფილის კლინიკაში (როგორც სტაციონარულ, ასევე ამბულატორიულ) რეზიდენტის პრაქტიკული მუშაობის გზით;

გ) რეზიდენტურაში მზადების პერიოდში რეზიდენტის მიერ წარმოებული პრაქტიკული საქმიანობის მეთვალყურეობის უზრუნველყოფა სათანადო კვალიფიკაციის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირის მიერ და ანგარიშების მომზადება.

    მუხლი 10. კომპონენტის განხორციელების გეგმა

ა) სარეზიდენტო მზადების პროგრამ-დირექტორებთან შეთანხმებით რეზიდენტთა მზადების ინდივიდუალური გეგმა-გრაფიკების (როტაციების გრაფიკი) მომზადების უზრუნველყოფა;

ბ) კლინიკებში რეზიდენტთა მზადების მონიტორინგის უზრუნველყოფა;

გ) მზადების შუალედური შეფასების უზრუნველყოფა;

დ) კურსდამთავრებული რეზიდენტების მომზადების დონის საბოლოო შეფასების უზრუნველყოფა.

    მუხლი 11. კომპონენტის მოსარგებლეები

კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია 2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებული 132 რეზიდენტის მზადების დაფინანსება. 2008 წლის განმავლობაში სახელმწიფო დაკვეთით სარეზიდენტო მზადებას დაასრულებს 58 რეზიდენტი, ხოლო სარეზიდენტო მზადებას გააგრძელებს 74 რეზიდენტი.

    მუხლი 12. კომპონენტის განხორციელების მეთოდოლოგია

1. რეზიდენტები მზადებას გაივლიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული პროგრამების შესაბამისად.

2. კომპონენტს ახორციელებს, მართავს და მონიტორინგს აწარმოებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი.

3. კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩასატარებლად სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 13. ბიუჯეტი

კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი და ამ მიზნით 2008 წელს გათვალისწინებულია 168 600 (ას სამოცდარვა ათას ექვსასი) ლარი (ცხრილი №2).

თავი III

ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის კომპონენტი

    მუხლი 14. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტის ამოცანაა ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩასატარებლად გასატარებელი ღონისძიებების ფინანსური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

    მუხლი 15. კომპონენტის განხორციელების გეგმა

ა) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების ადმინისტრირების უზრუნველყოფა;

ბ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფა;

გ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების მიმღები და სააპელაციო კომისიების ფორმირებისა და მუშაობის უზრუნველყოფა;

დ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტური ფორმით ჩატარების უზრუნველყოფა;

ე) საბუთების მიღების, იდენტიფიცირების, რეგისტრაციისა და არქივირების სამუშაოთა წარმოება;

ვ) წინასწარ წარდგენილი განცხადების საფუძველზე უცხოენოვანი გამოსაცდელისათვის საგამოცდო ასისტენტის მომსახურების გათვალისწინება;

ზ) საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

თ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსადმი კანონით დადგენილი წესით ანგარიშგების უზრუნველყოფა.

    მუხლი 16. კომპონენტის მოსარგებლეები

კომპონენტის მოსარგებლეები არიან უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებული კურსდამთავრებულები, რომელთაც სურვილი აქვთ მოიპოვონ დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) უფლება.

    მუხლი 17. კომპონენტის განხორციელების მეთოდოლოგია

1. კომპონენტს ახორციელებს, მართავს და მონიტორინგს აწარმოებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი.

2. კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩასატარებლად სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 18. ბიუჯეტი

კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი და ამ მიზნით 2008 წელს გათვალისწინებულია 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარი.

 ცხრილი 1

პროგრამის ბიუჯეტი

 

კომპონენტი

ბიუჯეტი (ლარებში) 2008 წელი

1.

2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებული რეზიდენტების მომზადების კომპონენტი

168 600

 

მ.შ. კომპონენტის განხორციელების, მართვისა და მონიტორინგის ხარჯები შრომის ანაზღაურების ჩათვლით

17 000

2.

ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის კომპონენტი

65 000

 

მ.შ. კომპონენტის განხორციელების, მართვისა და მონიტრინგის ხარჯები შრომის ანაზღაურების ჩათვლით

4 000

 

სულ:

233 600

 

 ცხრილი № 2

2007 წლმდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებული

რეზიდენტების მომზადების ხარჯთაღრიცხვა

(იანვარი დეკემბერი)

 

ხარჯების დასახელება

იანვარი

თებერვალი

მარტი

აპრილი

მაისი

ივნისი

1

რეზიდენტების რაოდენობა (თვის დასაწყისში)

132

91

91

87

87

87

2

რეზიდენტების რაოდენობის (საშუალოდ თვეში დამთავრების შემდეგ)

107

91

91

87

87

87

3

რეზიდენტების სტიპენდია

3638

3094

3094

2958

2958

2958

4

ლოკალური ხელმძღვანელების ანაზღაურება

7597

6461

6461

6177

6177

6177

5

პროგრამ-დირექტორების რაოდენობა

40

33

33

33

33

33

6

პროგრამ-დირექტორების ანაზღაურება

4240

3498

3498

3498

3498

3498

7

სხვა საქონელი და მომსახურება

1108

1100

1100

1100

1100

1100

 

მათ შორის:

 

 

 

 

 

 

 

ოფისის ხარჯები

708

700

700

700

700

700

 

კომუნალური ხარჯები

400

400

400

400

400

400

 

სულ:

16583

14153

14153

13733

13733

13733

გაგრძელება

ივლისი

აგვისტო

სექტემბერი

ოქტომბერი

ნოემბერი

დეკემბერი

სულ

86

75

75

74

74

74

 

81

75

75

74

74

74

 

2754

2550

2550

2516

2516

2516

34102

5751

-

5325

5254

5254

5254

65888

33

-

33

32

32

32

 

3498

-

3498

3392

3392

3392

38902

1100

1000

1000

1000

1000

1000

12708

 

 

 

 

 

 

 

700

600

600

600

600

600

7908

400

400

400

400

400

400

4800

13103

3550

12373

12162

12162

12162

151600

 

მ.შ. კომპონენტის განხორციელების, მართვისა და მონიტორინგის ხარჯები შრომის ანაზღაურების ჩათვლით

17000

 

კომპონენტის ბიუჯეტი

168600