,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“

,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 31/2008
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 14/05/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 73, 16/05/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.831
31/2008
14/05/2008
სსმ, 73, 16/05/2008
010.190.020.15.008.011.831
,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.831

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №31/2008

2008 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 69-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ საკითხზე ცესკოში რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ კანონით დადგენილ ვადაში დამკვირვებელთა სიის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენის შემთხვევაში, ამ კომისიის მდივანი კანონით დადგენილი წესით გაატარებს რეგისტრაციაში დამკვირვებლებს და გადასცემს მათ დამკვირვებლის მოწმობას. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ რეგისტრირებულ დამკვირვებლებს უფლება აქვთ დააკვირდნენ არჩევნებს ამ ოლქის ნებისმიერ საარჩევნო უბანზე საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით. ამავდროულად ცესკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას შეუძლია კანონით დადგენილ ვადაში წარმოადგინოს დამკვირვებელთა სია, რომელებიც დააკვირდებიან არჩევნებს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ნებისმიერ საარჩევნო ოლქსა და უბანში.

მუხლი 2

„საქართველოს ორგანული კანონის“ საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 62-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განცხადება/საჩივრის ავტორს უფლება აქვს საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი შეავსოს ანალოგიური საჩივრის შეტანის გზით, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება ხარვეზის დადგენის საფუძვლები ან/და წარადგინოს განცხადება, სადაც მიეთითება ის მონაცემები, რომლის გამოც დაუდგინდა ხარვეზი.

ხარვეზის შევსების შემთხვევაში საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი, ხარვეზის შევსების ზუსტი დროისა და თარიღის მითითებით და მას ხელს აწერენ ხარვეზის შემვსები პირი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი.

საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალი, რომელიც შეიცავს განცხადება/საჩივრის ხარვეზის დადგენისა და მისი შევსების შესახებ სათანადო ინფორმაციას, იხურება კომისიის მდივნისა და წევრების ხელმოწერით და მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით. ეს ჟურნალი საოლქო საარჩევნო კომისიას გადაეცემა განცხადება/საჩივრებთან ერთად.

მუხლი 3

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სა­სა­მართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მი­სამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდა­რული დღის ვადაში.

მუხლი 4

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                          ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი                                                                                    გ. მჭედლიძე