დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 198 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/09/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 132, 21/09/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.10.003.000.839 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №198
2007 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №65 დადგენილებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. შეიქმნას საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი არველაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ლაშა ახალაძე – შპს ,,ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ გენერალური დირექტორი
ოთარ ბუბაშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე
შალვა დათაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის აღმოსავლეთის საქმეთა სამმართველოს II მდივანი, კომისიის მდივანი
ნიკოლოზ ვაშაკიძე – საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
ნიკოლოზ ვაჩეიშვილი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე
ირაკლი თაქთაქიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
გრიგოლ კაკაურიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარე
სერგო მესხი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე
დავით მესხიშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
იოსებ სხირტლაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
ფრიდონ სურმანიძე – შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ გენერალური დირექტორი
ბეჟან შონია – ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები