,,გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 410
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/05/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 66, 02/05/2008
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.011.802
  • Word
410
02/05/2008
სსმ, 66, 02/05/2008
200.250.000.22.033.011.802
,,გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.011.802

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №410

2008 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

,,გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში (სსმ III, 11.04.2005 წ., №42, მუხ. 450) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებით დამტკიცებულ ინს-ტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:

,,მუხლი 141. გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესი საგადასახადო სესხის მიღების პირობებში

1. საგადასახადო სესხი წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XL1 თავის შესაბამი-სად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ სესხს, რომელსაც ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე გასცემს საგადასახადო ორგანო განსაზღვრული დროით, გარკვეული გადასახდელით სარგებლის სახით.

2. საგადასახადო სესხით სარგებლობის უფლება აქვს პირს, რომელიც ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და 2008 წლის 1 იანვრიდან შესაბამის საგადასახადო ორგანოში გაიარა სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია. ამასთან პირმა საგადასახადო სესხის მისაღებად შესაბამის საგადასახადო ორგანოს უნდა მიმართოს რეგისტრაციიდან 12 თვის ვადაში.

3. საგადასახადო სესხი მეწარმე პირზე გაიცემა მხოლოდ ერთხელ, მისი მოთხოვნის შემთხვევაში. პირს (მათ შორის, რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ პირს) ეკრძალება ერთზე მეტი საგადასახადო სესხით სარგებლობა.

4. პირის მიერ სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის აღების შემთხვევაში, მისი აღრიცხვის მიზნით, საგადასახადო სესხის ამღები პირისათვის საგადასახადო ორგანოები ამ ინსტრუქ-ციის მე-2 მუხლით დადგენილი წესითა და ფორმით ხსნიან და აწარმოებენ გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებს, რომელზედაც საგადასახადო სესხის გაცემისას გაკეთდება შემდეგი ჩანაწერები:

ა) გაცემულია საგადასახადო სესხი, რომელიც აისახება გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის მე-5, მე-10 და 25-ე გრაფებში, სასესხო ხელშეკრულებაში მითითებული სესხის გაფორმების თარიღისათვის;

ბ) ხელშეკრულების დასრულების თარიღისათვის კეთდება ჩანაწერი: ,,განულებულია საგადასახადო სესხის დაბრუნების ვადის ამოწურვის გამო, ჩაიწერება გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის მე-4 გრაფაში და შესაბამისად გამოიყვანება სალდო ამ ინსტრუქციის მოქმედი წესის შესაბამისად; ,,გადატანილია სარგებელი სხვა ბარათზე“ გრ. 20 მინუს ოპერაციით, შესაბამისად მოაკლდება გრ. 21-ს და გრ. 24-ს“; ,,დაერიცხა სარგებელი“ სხვა არაკლასიფიცირებულ საერთო სახელმწიფოებრივ გადასახადში. გრ. 18 და გრ. 24.

5. საგადასახადო სესხის ზღვრული ოდენობა განისაზღვრება 2000 ლარის ოდენობით და იგი გაი-ცემა არა უმეტეს 10 წლისა და 3 თვის (123 თვის) ვადით, რომელსაც დაერიცხება წლიური 4%-იანი სარგებელი. ამასთან, სარგებლის დარიცხვა მოხდება ყოველდღიურად, საგადასახადო სესხის გაცემის მეორე დღიდან 4%-ის 1/365 ნაწილის ოდენობით. ჩანაწერი, საბოლოო დაანგარიშებული სარგებლის თანხის ოდენობის შესახებ გაკეთდება საგადასახადო სესხის ვადის ამოწურვის ბოლო თარიღისათვის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის მე-11 გრაფაში ,,დარიცხულია სარგებელი სასესხო ხელშეკრულების შესაბამისად“.

6. საგადასახადო სესხით მოსარგებლე პირს უფლება აქვს პირველი 10 წლის (120 თვის) განმავლო-ბაში არ მოახდინოს სესხზე დარიცხული პროცენტის და ძირითადი თანხის გადახდები, მაგრამ აღნიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს საგადასახადო სესხით სარგებლობის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ სესხის დაფარვის ვადებს.

7. 10-წლიანი (120-თვიანი) ვადის (ან საგადასახადო სესხით სარგებლობის თაობაზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული სესხის დაფარვის ვადის) ამოწურვის შემდეგ საგადასახადო სესხზე დარიცხული პროცენტის და ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება პირს ეკისრება ყოველთვიურად თანაბარი ოდენობით.

მაგალითი 1: შპს ,,ელიტამ“ 2008 წლის 15 თებერვალს საგადასახადო რეგისტრაციის მიხედვით შესაბამის საგადასახადო ორგანოსთან გააფორმა სასესხო ხელშეკრულება 2000 ლარზე 10 წლის და 3 თვის ვადით. საგადსახადო სესხით სარგებლობისათვის მას 2018 წლის 15 თებერვლისათვის დაე-რიცხება სარგებელი წლიური 80 ლარის (2000X4%), ხოლო მთლიანობაში კი – 800 ლარის (80 ლარი X 10 წელი) ოდენობით.

შპს ,,ელიტამ“ საგადასახადო სესხის ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა უნდა მოახდინოს 2018 წლის 15 თებერვლის შემდეგ სამი თვის განმავლობაში თანაბარი ოდენობით. კერძოდ:

I თვე – ძირითადი – 666 ლარი და პროცენტი – 266 ლარი;

II თვე – ძირითადი – 667 ლარი და პროცენტი – 267 ლარი;

III თვე – ძირითადი – 667 ლარი და პროცენტი – 267 ლარი.

8. საგადასახადო სესხის აღრიცხვის მიზნით გახსნილ გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე, სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაფარვის ვადის ამოწურვის შემდეგ, სესხის ძირითადი თანხის ერთი მესამედი ნაწილის შემცირების პროცედურის პარალელურად, ამავე ბარათზე დარიცხული სარგებლის თანხის ერთი მესამედი ნაწილი ავტომატურად გადავა სხვა არაკლასიფიცი-რებული საერთო სახელმწიფოებრვი გადასახადის პირადი აღრიცხვის ბარათის ფინანსური სანქციის ნაწილში, დარიცხვის გრაფაში (თანხის დანარჩენი ორი მესამედის გადატანა პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდება შესაბამისად სესხის დაფარვის მეორე და მესამე თვეებში) და გაკეთდება ჩანაწერი: ,,გადმოტანილია საგადასახადო სესხის პირადი აღრიცხვის ბარათიდან სარგებლის თანხის ერთი მესამედი ნაწილი“.

9. საგადასახადო სესხის აღრიცხვის მიზნით გახსნილ გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული თანხა (ზედმეტობა), სხვა გადასახადების პირადი აღრიცხვის ბარათების ჩანაწერებთან ერთად, მონაწილეობას ღებულობს გასალდოების პროცედურაში.

10. პირის მიერ საგადასახადო სესხის ხელშეკრულების 10 წელზე და 3 თვეზე (123 თვეზე) ნაკლები ვადით გაფორმების შემთხვევაში საგადასახადო სესხის აღრიცხვის მიზნით გახსნილ გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე შეიტანება საგადასახადო სესხის ხელშეკრულების გაფორმების და მისი დასრულების ბოლო ვადის ამღნიშვნელი თარიღები და წლიური 4%-იანი სარგებლის დარიცხვა განხორციელდება სესხის გაცემის მეორე დღიდან ყოველდრიურად 1/365-ე ნაწილის ოდენობით, ხოლო სარგებლის დაფარვის, ანუ მისი სხვა არაკლასიფიცირებული საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადის პირადი აღრიცხვის ბარათზე გადატანა, დარიცხვის ოპერაციით, განხორციელდება სესხის დასრულების ბოლო თარიღისათვის.

11. საგადასახადო სესხით მოსარგებლე პირის ინიციატივით შესაძლებელია სასესხო ხელშეკრულე-ბის ვადაზე ადრე შეწყვეტა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების შეწყვეტის პერიოდისათვის პირის მიერ შესრულებული იქნება ნაკისრი ვალდებულებები. ამ შემთხვევაში საგადასახადო სესხის აღრიცხვის მიზნით გახსნილ გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარების პროცედურა მიმდინარეობს სტანდარტულად, ამ მუხლის მე-10 პუნქტის ანალოგიურად.

მაგალითი 2: შპს ,,ელიტამ“ გამოთქვა სურვილი აღებული საგადასახადო სესხის და სარგებლის პროცენტის ვადაზე ადრე დაფარვისა და ნაცვლად სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10 წლის და 3 თვის (123 თვის) ვადისა გადახდა დაიწყოს 5 წლის დასრულების (60 თვის) შემდეგ.

ამ შემთხვევაში სხვა არაკლასიფიცირებული საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადის გადამხდე-ლის პირადი აღრიცხვის ბარათის საურავის გრაფაში მოხდება კუთვლილი სარგებლის თანხის დარიცხვა 400 ლარის {(2000 X 4%): 100} X 5 ოდენობით და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მოახდინოს მისი გადახდა ერთჯერადად მთლიანი თანხის (400 ლარი) ოდენობით.

12. საგადასახადო სესხით მოსარგებლე პირის მიერ სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, მასზე გავრცელდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციები და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

13. საგადასახადო სესხით მოსარგებლე პირების მიერ მიღებული საგადასახადო სესხის თანხები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლით გათვალისწინებული ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების პროცედურების განხორციელებისას არ გაითვალისწინება“. მაგრამ, იგი მონაწილეობას ღებულობს გასალდოების პროცედურაში.

მაგალითი 3: შპს ,,ელიტა“, რომელმაც სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია/აღრიცხვა გაიარა 2008 წლის 15 თებერვალს, შესაბამის საგადასახადო ორგანოს მიმართა თხოვნით საგადასახადო სესხის მისაღებად. საგადასახადო ორგანომ დააკმაყოფილა შპს ,,ელიტა“-ს თხოვნა და მას გამოუყო საგადასახადო სესხი 2000 ლარის ოდენობით 10 წლის და 3 თვის (123 თვის) ვადით. აღნიშნული სესხის თანხების აღრიცხვა განხორციელდა ამ მიზნისათვის გახსნილ გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე.

ამავდროულად შპს ,,ელიტას“ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების განხორციელებისას (შედა-რება განხორციელდა საგადასახადო სესხის აღრიცხვის მიზნით გახსნილ გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული თანხების, 2000 ლარის გათვალისწინებით), დაუდგინდა ბიუჯეტის სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილი თანხები 3500 ლარის ოდენობით, რაზედაც მან წარუდგინა საგადასახადო ორგანოს ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ მისი დაბრუნების მოთხოვნით.

ამ შემთხვევაში შპს ,,ელიტას“ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების შედეგებიდან გამომდინარე წარმოქმნილი ზედმეტობის დაბრუნება უნდა განხორციელდეს საგადასახადო სესხის აღრიცხვის მიზნით გახსნილ გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის მონაცემების მხედველობაში მიღებით და გადამხდელს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტობის თანხა 1500 ლარის ოდენობით (3500 - 2000).“

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური