დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 31 მარტის №13/2008 ,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებზე საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესისა და ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“ დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25/2008 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 25/04/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 64, 29/04/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.190.020.15.008.011.792 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.792
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №25/2008
2008 წლის 25 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 31 მარტის №13/2008 „საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებზე საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესისა და ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“ დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 31 მარტის №13/2008 „საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებზე საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესისა და ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“, დადგენილებას დაემატოს 31 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„31. აუცილებლობის შემთხვევაში, არჩევნების მომზადებისა და ჩატარების ეფექტური ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული ფულადი სახსრების განაწილება შესაძლებელია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.“.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები