„საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 103
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 21/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 62, 23/04/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.011.780
  • Word
103
21/04/2008
სსმ, 62, 23/04/2008
220.090.000.18.011.011.780
„საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.011.780

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №103

2008 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებით (სსმ III, 10.07.2007, №97, მუხ. 1040) დამტკიცებულ „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების ტექსტში ყველგან, სადაც გამოყენებულია ტერმინი: „საგადამხდელო“, შეიცვალოს ტერმინით: „საგადახდო“.

2. წესების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) გადამხდელის დასახელება – ნებისმიერი გადარიცხვისას (ან გზავნილის შემთხვევაში) სავალდებულო წესით მიეთითება შემდეგი შემთხვევებიდან ერთ-ერთი:

დ.ა) სახსრების გადამხდელი იურიდიული პირის სრული დასახელება (სასურველია ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმის ჩათვლით) და მისი საიდენტიფიკაციო ნომერი;

დ.ბ) ფიზიკური პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი (მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით);

დ.გ) უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პასპორტის ნომერი და ქვეყნის დასახელება.

გადამხდელის (იურიდიული პირის) დასახელების შემოკლება დასაშვებია, თუ ეს არ გამოიწვევს დასახელების შინაარსობრივ ცვლილებას და არ გაართულებს ბანკისა და კლიენტის მუშაობას.“.

3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) დამატებითი ინფორმაცია – სარეზერვო ველი დამატებითი ტექსტური ინფორმაციისათვის.“.

4. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საოპერაციო დღის განმავლობაში კლიენტებისგან მიღებული საგადახდო საბუთების გატარება ხდება იმავე სამუშაო დღეს. საოპერაციო დღის დამთავრების შემდეგ, სამუშაო დღის ბოლომდე შემოსული საბუთები გატარდება მომდევნო სამუშაო დღეს.“.

5. მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „გადამხდელის“ ველში მიეთითება სახსრების გადამხდელი პირის სრული რეკვიზიტები (მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად);“.

6. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „კ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ.ა) გადამხდელის სახელი, გვარი და პირადი ნომერი (მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პასპორტის ნომერი და ქვეყნის დასახელება;“.

7. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ.ა) „გადამხდელის“ ველში მიეთითება ფიზიკური პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი (მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პასპორტის ნომერი და ქვეყნის დასახელება;“.

 8. ამ წესების პირველი დანართის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგადახდო საბუთების გათხოვა ხდება თავისუფალი ფორმით შედგენილი განცხადების საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერს საგადახდო საბუთის წარმდგენი სათანადო კომპეტენციის მქონე პირი და წარედგინება გადამხდელის მომსახურე ბანკს. განცხადების დედანი მოთავსდება ბანკის დღიურ საბუთებში, ხოლო ბანკის კანცელარიის შტამპით დამოწმებული ასლი უბრუნდება კლიენტს, საბუთის გამოთხოვაზე მიმართვის მიღების დასტურად.“.

9. მე-2 დანართის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ საგადახდო საბუთში მითითებული ანგარიშის ნომერი და დასახელება არ შეესაბამება მიმღების ბანკში გახსნილ კლიენტის ანგარიშს და მის დასახელებას, ბანკის მიერ მიღებული სახსრები დროებით ჩაირიცხება „გაურკვეველი თანხების ანგარიშზე“. მიმღები ბანკი, არა უგვიანეს სახსრების მიღების მომდევნო სამუშაო დღისა, ვალდებულია მიიღოს ზომები სახსრების მფლობელის დასადგენად. ბანკი ვალდებულია ფულადი სახსრები, რომელთა მფლობელის დადგენა აღმოჩნდება შეუძლებელი, 3 სამუშაო დღის განმავლობაში (გარდა საერთაშორისო ანგარიშსწორების შემთხვევისა) დაუბრუნოს გადამხდელ ბანკს (დაბრუნების მიზეზის ჩვენებით).“.

10. მე-2 დანართის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეალური მფლობელის დასადგენად, სახსრების მიმღების მომსახურე ბანკი ვალდებულია მიმღების მონაცემები (ანგარიშის ნომერი და დასახელება) დააზუსტოს გადამხდელის ბანკთან.“.

11. მე-5 დანართის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აკრედიტივის უნიფიცირებული წესები და ჩვეულებები – პუბლიკაცია UCP №600;“.

    მუხლი 2

ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროება გამოიწვია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაცია FATF-ის რეკომენდაციამ, რომ მიმღებმა ბანკმა მიიღოს გადამხდელის იდენტიფიცირებისათვის საჭირო ინფორმაცია, კერძოდ, გადამხდელის დასახელება, ანგარიშის ნომერი, მისამართი (ან საიდენტიფიკაციო პირადი ნომერი, ან დაბადების თარიღი და ადგილი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი საიდენტიფიკაციო ნომერი).

    მუხლი 3

ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან.

პრეზიდენტის მოვალეობის

შემსრულებელი დ. ამაღლობელი