დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24/2008 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 18/04/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 60, 21/04/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.190.020.15.008.011.772 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.772
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №24/2008
2008 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 1298 მუხლის მე-8 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ნაცვლად ინტერნეტისა, განთავსედეს ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
მუხლი 2. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები გავრცელდეს ამავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის შემთხვევებზეც.
მუხლი 3. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართევლოს საარჩევნო კოდექსი“ მე-60 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ასლი საჯარო გაცნობისათვის დაუყოვნებლივ გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.
მუხლი 4. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები