,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 495
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 70, 08/05/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.240.000.22.034.011.771
  • Word
495
18/04/2008
სსმ, 70, 08/05/2008
010.240.000.22.034.011.771
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.000.22.034.011.771

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №495

2008 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით (სსმ III, 23.06.2006 წ., №84, მუხ.1128) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი;

ბ) სანაპირო დაცვის დეპარტამენტი;

გ) სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

დ) სპეციალური დანიშნულების ავიაციის სამმართველო;

ე) საგამოძიებო-ოპერატიული და დაზვერვის სამმართველო;

ვ) სწრაფი რეაგირების რაზმი (სამმართველო);

ზ) შიდა ინსპექცია (სამმართველო);

თ) მართვისა და სასაზღვრო ტექნოლოგიების ცენტრი (სამმართველო);

ი) კანცელარია.“.

2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 12. შიდა ინსპექცია

შიდა ინსპექცია უშუალოდ ექვემდებარება სასაზღვრო პოლიციის უფროსს და აკონტროლებს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობაში კანონიერების, ნორმატიული აქტებისა და სხვა მარეგლამენტირებელი დოკუმენტების მოთხოვნათა შესრულებას, ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის, დისციპლინური დარღვევების თავიდან აცილებისა და დანაშაულის ხელშემწყობი გარემოებების გამოვლენის ღონისძიებებს, შეიმუშავებს დანაშაულთან ბრძოლის სამოქმედო გეგმებს; ორგანიზებას უწევს საიდუმლოების დაცვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი