,,საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მარტის №455 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მარტის №455 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 123
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 18/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 59, 18/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.011.767
  • Word
123
18/04/2008
სსმ, 59, 18/04/2008
010.130.000.22.027.011.767
,,საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მარტის №455 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.011.767

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №123

2008 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

“საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის   2005 წლის 16 მარტის №455 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

“საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კანონის “ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. “საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მარტის №455 ბრძანებაში (სსმ III, №30, 16.03.2005 წ., მუხ. 286) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ქართულ და ქართულ-აფხაზურენოვანი ბლანკების დამტკიცების შესახებ“

2. პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საქართველოს მოქალაქის ქართულენოვანი პირადობის მოწმობის ბლანკის (მკაცრი აღრიცხვის ფორმა) თანდართული ნიმუში (დანართი №1);

პირადობის მოწმობა – შესრულებულია ბამბის 100+–10გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით, რომელიც შეიცავს ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ფიბრებით. პირადობის მოწმობა ორგვერდიანია, ზომები 196X68მმ, შეიცავს 15 დამცავ ნიშანს. დაცული ქაღალდის უკანა ზედაპირი დაფარულია ნივთიერებით, რომელიც 900C-ზე ძლიერმოქმედ წებოდ გარდაიქმნება. პირადობის მოწმობაზე დატანილია ჰოლოგრამა, რომელიც ნაწილობრივ ფარავს ფოტოს. პირადობის მოწმობა შეიცავს ექსკლუზიურ ნომერს, შესრულებულს საღებავით, რომელიც ულტრაიისფერი დასხივებისას იღებს მწვანე შეფერილობას, ხოლო ქაღალდის უკანა ზედაპირზე ჩანს წითლად. პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა “საქართველო“, მოწმობის დასახელება და საქართველოს სახელმწიფო გერბი, რომელიც ფონზე დატანილია კონტურის სახით. ფონი წარმოადგენს ცისფერ, იისფერ, წითელ და თეთრ ფერთა მონაცვლეობას.

პირადობის მოწმობის ბლანკი დაფარულია დამცავი გარსით (პაუჩით), რომლის წონა შეადგენს 150+–25გრ/მ2. დამცავ გარსზე უხილავი საღებავით დატანილია საქართველოს სახელმწიფო გერბი, რომელზეც ულტრაიისფერი სხივებით დანათებისას მიიღება სრულფეროვანი გამოსახულება.

საქართველოს მოქალაქის ქართულენოვანი პირადობის მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს (დანართი №1):

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) დაბადების წელი, რიცხვი, თვე;

დ) დაბადების ადგილი;

ე) პირადი ნომერი;

ვ) ფოტოსურათი;

ზ) პირადი ხელმოწერა;

თ) მისამართი;

ი) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;

კ) მოწმობის გაცემის თარიღი;

ლ) მოწმობის მოქმედების ვადა;

მ) რეგისტრაციის თარიღი;

ნ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;

ო) რელიეფური ბეჭედი.

 11. დამტკიცდეს საქართველოს მოქალაქის ქართულ-აფხაზურენოვანი პირადობის მოწმობის ბლანკის (მკაცრი აღრიცხვის საბუთის) თანდართული ნიმუში (დანართი №2);

პირადობის მოწმობა – შესრულებულია ბამბის 100+–10გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით, რომელიც შეიცავს ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ფიბრებით. პირადობის მოწმობა ორგვერდიანია, ზომები 196X68მმ, შეიცავს 15 დამცავ ნიშანს. დაცული ქაღალდის უკანა ზედაპირი დაფარულია ნივთიერებით, რომელიც 900C-ზე ძლიერმოქმედ წებოდ გარდაიქმნება. პირადობის მოწმობაზე დატანილია ჰოლოგრამა, რომელიც ნაწილობრივ ფარავს ფოტოს. პირადობის მოწმობა შეიცავს ექსკლუზიურ ნომერს, შესრულებულს საღებავით, რომელიც ულტრაიისფერი დასხივებისას იღებს მწვანე შეფერილობას, ხოლო ქაღალდის უკანა ზედაპირზე ჩანს წითლად. პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა “საქართველო“ და მოწმობის დასახელება ქართულ და აფხაზურ ენაზე და საქართველოს სახელმწიფო გერბი, რომელიც ფონზე დატანილია კონტურის სახით. ფონი წარმოადგენს ცისფერ, იისფერ, წითელ და თეთრ ფერთა მონაცვლეობას.

პირადობის მოწმობის ბლანკი დაფარულია დამცავი გარსით (პაუჩით), რომლის წონა შეადგენს 150+–25გრ/მ2. დამცავ გარსზე უხილავი საღებავით დატანილია საქართველოს სახელმწიფო გერბი, რომელზეც ულტრაიისფერი სხივებით დანათებისას მიიღება სრულფეროვანი გამოსახულება.

საქართველოს მოქალაქის ქართულ-აფხაზურენოვანი პირადობის მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს ქართულ და აფხაზურ ენაზე (დანართი №2):

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) დაბადების წელი, რიცხვი, თვე;

დ) დაბადების ადგილი;

ე) პირადი ნომერი;

ვ) ფოტოსურათი;

ზ) პირადი ხელმოწერა;

თ) მისამართი;

ი) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;

კ) მოწმობის გაცემის თარიღი;

ლ) მოწმობის მოქმედების ვადა;

მ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;

ნ) რელიეფური ბეჭედი.“.

3. 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. პირადობის მოწმობის ბლანკზე დატანილ იქნეს პირადობის მოწმობის ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი, ინდივიდუალური სერია და ნომერი.“.

4. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაევალოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკების დასამზადებლად ორგანიზაციული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა.“.

მუხლი 2. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს მ. კოპალეიშვილს.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია