დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 120 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/04/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 59, 18/04/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.027.011.764 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.011.764
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №120
2008 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებით (სსმ III, 30.01.2006წ., №12, მუხ. 138) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის:
ა) ,,ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1“ ქვეპუნქტი:
,,ა1) დაბადების, გარდაცვალების, დაბადების და გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა;“;
ბ) ,,ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე1“ ქვეპუნქტი:
,,ე1) საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა;“;
გ) ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემა და შეცვლა;“;
დ) ,,ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) გვარის შესწორების (აღდგენის) და დადგენის შესახებ მოქალაქის განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა და გადაწყვეტა;“.
2. ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,რ“ ,,ს“, ,,ტ“ და ,,უ“ ქვეპუნქტები;
3. 61 მუხლის 87-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,87. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივი;“.
4. ამოღებულ იქნეს 61 მუხლის 90-ე პუნქტი.
5. 62 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის და ტერიტორიული სამსახურის უფროსის მოვალეო-ბის შემსრულებელს არა უმეტეს ერთი თვის ვადით ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე.“.
6. ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“, ,,თ“, ,,ი“ და ,,კ“ ქვეპუნქტები.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები