დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 119 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/04/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 59, 18/04/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.130.000.22.027.011.763 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.024.011.763
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №119
2008 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-101 მუხლის და 202 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციაში (სსმ III, 16.11.2004 წ., №132, მუხ. 1163) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”.
2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქცია.”.
3. ინსტრუქციის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ინსტრუქცია საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტის და დოკუმენტის) გაცემის შესახებ.”.
4. ინსტრუქციის I თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი I. საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესი”.
5. პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. ინსტრუქციის ეს თავი აწესრიგებს საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესს.
2. საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წინამდებარე წესის შემოღების მიზანია საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების გამართული სისტემის შექმნა.
მუხლი 2. საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების პროცესი
საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა რეგისტრაცია და პირადობის დადასტურება არის ერთიანი სამართლებრივი პროცესი და მოიცავს:
ა) პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების დადგენა-დაფიქსირებას;
ბ) პირის მოქალაქეობის განსაზღვრას და დაფიქსირებას;
გ) პირის რეგისტრაციას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
დ) პირისათვის პირადი ნომრის მინიჭებას;
ე) პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის გაფორმება-გაცემას.
მუხლი 3. საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტები
1. საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტებია:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს პირის მოქალაქეობასა და ვინაობას;
ბ) ბინადრობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა ვინაობას.
2. საქართველოში მცხოვრებ უცხოელი არის საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი.
3. უცხოელი, რომელიც საქართველოში იმყოფება სხვა კანონიერ საფუძველზე 90 დღეზე მეტი ვადით, ითვლება საქართველოში დროებით მყოფად და ვალდებულია აიღოს ბინადრობის მოწმობა.
4. ლტოლვილად ითვლება „ლტოლვილთა შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად ლტოლვილად ცნობილი პირი.
5. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა ბინადრობის მოწმობის გაფორმება-გაცემა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4. საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელი ორგანოები
1. საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურებას აწარმოებენ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ტერიტორიული სამსახურები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.
2. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციას, საკონსულო აღრიცხვას, აღრიცხვიდან მოხსნას და პირადობის დადასტურებას აწარმოებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები სააგენტოს შესაბამისი სამსახურებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე.”.
6. მე-5 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დამადასტურებელი მონაცემების დადგენა-დაფიქსირება”;
ბ) მე-2 პუნქტის „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) პირის რეგისტრაციის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის შესახებ ინფორმაცია შეამოწმონ სააგენტოს ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. საჭიროების შემთხვევაში გააგზავნონ მოთხოვნა სააგენტოს საინფორამციო-სამისამართო ბიუროში პირის მონაცემების გადამოწმების მიზნით. საინფორამციო-სამისამართო ბიუროში მოთხოვნა შეიძლება გაიგზავნოს და მასზე პასუხი მიღებული იქნეს, როგორც წერილობით ისე ელექტრონული ფორმით“;
გ) მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) წარდგენილი საბუთებისა და მოპოვებული ცნობების საფუძველზე, ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული წესების შესაბამისად, განსაზღვრონ განმცხადებლის მოქალაქეობა, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – უზრუნველყონ მასალების გაგზავნა იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება განმცხადებელს.“;
ე) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ პირი პირველად იღებს პირადობის (ბინადრობის) მოწმობას და არ გააჩნია მანამდე გაცემული სხვა ფოტოსურათიანი საბუთი ან პირის განცხადება-ანკეტაზე არსებული სურათის იდენტურობა, ხანდაზმულობის ან სხვა მიზეზის გამო ვერ დგინდება წარდგენილ ფოტოსურათთან, პირადობის (ბინადრობის) მოწმობაში ჩასაკრავად განკუთვნილ ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობა, პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ, წერილობით უნდა დაადასტუროს სრულწლოვანმა პირმა. პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ ამგვარი დადასტურება შეიძლება განახორციელოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მიღების მსურველი პირის მშობელმა, შვილმა, მეუღლემ, ბებიამ, პაპამ, დამ, ძმამ, მეურვემ, მზრუნველმა, ბიძამ (დედის და მამის ძმა), მამიდამ (მამის და), დეიდამ (დედის და), საბავშვო დაწესებულების ხელმძღვანელმა, ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელმა, შესაბამისი ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელმა, რწმუნებულმა ან უბნის ინსპექტორმა, საბავშვო დაწესებულების ხელმძღვანელმა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელმა, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სამხედრო ნაწილის მეთაურმა, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის თანამშრომელმა. რწმუნებული და უბნის ინსპექტორი დადასტურებას ამოწმებენ შესაბამისი ბეჭდით.”;
ვ) მე-4 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სააგენტოში გააგზავნონ მოთხოვნა, შეამოწმონ, ხომ არ არის იძულებით გადაადგილებული პირი რეგისტრირებული საქართველოს სხვა დასახლებულ პუნქტში ან ხომ არ გაცემულა მასზე პირადობის დამადასტურებელი მოწმობა სხვა ტერიტორიული სამსახურის მიერ;”;
ზ) მე-4 პუნქტის „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) თუ იძულებით გადაადგილებულ პირს არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი, იგი წარადგენს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს დასკვნას მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე.”;
თ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ი) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინარსის მე-61 პუნქტი:
„61. ეს მუხლი გარდა მისი მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის, მე-4 და მე-5 პუნქტებისა მოქმედებს ასევე ლტოლვილის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების დადგენა-დაფიქსირების შემთხვევაშიც.”.
7. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქედ ითვლება:
ა) პირი, რომელიც „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის სამოქმედოდ შემოღების დღისათვის (1993 წლის 25 მარტი) ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე და ამ მომენტისათვის მისი საქართველოში ცხოვრების ხანგრძლივობა შეადგენდა არანაკლებ 5 წელს, თუ მან კანონის მიღებიდან 6 თვის ვადაში წერილობით არ განაცხადა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე;
ბ) პირი, რომელმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვა საქართველოს ტერიტორია და ამის გამო ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის „ა” ქვეპუნქტის მოთხოვნებს და არ არის სხვა სახელმწიფოს მოქალაქე;
გ) პირი, რომელიც „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით შეიძენს საქართველოს მოქალაქეობას.”.
8. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირადი ნომერი შედგება თერთმეტი ციფრისაგან. პირველი ორი ციფრი (01-დან 99-მდე) არის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის კოდი, მომდევნო ერთი ციფრი (1-დან 9-მდე) საკონტროლოა, რომელიც გარკვეული ფორმულის საფუძველზე მიიღება დანარჩენი ათი ციფრისაგან. შემდეგი ორი ციფრი (01-დან 99-მდე) არის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს იმ ტერიტორიული სამსახურის კოდი, რომელმაც პირს მიანიჭა პირადი ნომერი, ხოლო ბოლო ექვსი ციფრი ამ პირისათვის პირადი ნომრის მინიჭების შესახებ ჩანაწერის რიგით ნომერია (000001-დან 999999-მდე).“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დამატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საკონტროლო ციფრის მიღების ფორმულას განსაზღვრავს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე.”;
გ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქისათვის მინიჭებული პირადი ნომრის პირველი ორი ციფრი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმნიშვნელია, მომდევნო ერთი ციფრი (1-დან 9-მდე) საკონტროლოა, შემდეგი ორი ციფრი პირადი ნომრის მიმნიჭებელ საკონსულო დაწესებულებაზე მიუთითებს. დანარჩენი ექვსი ციფრი პირადი ნომრის მინიჭების შესახებ ჩანაწერის რიგითი ნომერია.
3. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პირადი ნომერი პირს მიენიჭება დაბადების რეგისტრაციის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციისა და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის დროს და ეს ნომერი ერთერთი ძირითადი რეკვიზიტის სახით შეტანილი უნდა იქნეს ამ პირზე გაცემულ ყველა დოკუმენტში.”;
დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. ტექნიკური მიზეზის გამო ერთ პირზე ორი პირადი ნომრის მინიჭების ან ორ პირზე ერთი პირადი ნომრის მინიჭების შემთხვევაში, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით პირადი ნომრის შენარჩუნების ან გაუქმების საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია ტერიტორიული სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.”.
9. მე-8 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი 14 წლის ასაკის მიღწევიდან არა უგვიანეს 6 თვისა ვალდებულნი არიან გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მიიღონ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა.”.
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დამატოს შემდეგი შინარსის 21 პუნქტი:
„21. საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ან/და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის აღება სურვილისამებრ შესაძლებელია აგრეთვე 14 წლამდე საქართველოს მოქალაქისათვის და საქართველოში მცხოვრები უცხოელისათვის.”;
გ) მე-3 და 31 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. 16 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირები რეგისტრაციას გაივლიან ერთ-ერთ მშობელთან მეურვესთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენლთან ერთად. ასეთ შემთხვევაში მათი რეგისტრაციისათვის საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა საჭირო არ არის. 16 წლამდე ასაკის პირის სხვა მისამართზე რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ ზემოხსენებულ პირთაგან ერთ-ერთის წერილობითი თანხმობით.
31. 14 წლამდე ასაკის უცხოელი რეგისტრაციას გაივლის „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მის ოჯახის წევრებთან და მიიღებს ბინადრობის მოწმობას. მათი დამოუკიდებლად რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ მშობლის ან სხვა კანონიერ წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით.”;
დ) 33 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„33. პირი, რომელიც იყო რეგისტრირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და რომელიც მოხსნილ იქნა რეგისტრაციიდან ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაში შეიძლება დარეგისტრირდეს იმავე მისამართზე მხოლოდ მისივე განცხადების საფუძველზე.”;
ე) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საცხოვრებელი ადგილის 6 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას პირი ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა, ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით რეგისტარციისა და პირადობის მოწმობის მისაღებად ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც 10 სამუშაო დღის ვადაში მოახდენს მის რეგისტრაციას.
5. წინასწარი პატიმრობის ან სასჯელის მოხდის ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო, სამ თვეზე მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას იმ დაწესებულების ადმინისტრაცია, სადაც პირი იმყოფება ვალდებულია 3 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და აცნობოს პირის ადგისამყოფელი, რის შესახებ შესაბამისი აღნიშვნა კეთდება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.”;
ვ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს მოქალაქე რეგისტრაციისა და პირადობის მოწმობის მისაღებად მიმართავს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ავსებს ამ ინსტრუქციის №4 დანართში მოცემული განცხადება-ანკეტას (ფორმა №1) და მასთან ერთად წარადგენს:
ა) დაბადების მოწმობას (დედანი, ასლთან ერთად). 16 წლის ასაკს გადაცილებული პირი დამატებით წარადგენს პირადობის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტს, რომელიც ამ ასაკის დადგომისას მიიღო (ხოლო მისი დაკარგვის შემთხვევაში განმარტავს – სად და რომელ ორგანოში მიიღო იგი);
ბ) ორი ფოტოსურათს (3.5X4.5სმ);
გ) საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს ან საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობას, რაც ნიშნავს საცხოვრისის მესაკუთრის ან სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საცხოვრისის დამქირავებლის წერილობით თანხმობას, შესაბამისად საკუთრების ან ქირავნობის დამადასტურებებელი დოკუმენტის წარდგენის ან სანოტარო წესით დამოწმების გარეშე;
დ) თუ წარდგენილი დოკუმენტები არ ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, პირი აგრეთვე წარადგენს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს ან საქართველოს ტერიტორიაზე კანონით დადგენილი ვადის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელ საბუთს.
ე) თუ პირს არ გააჩნია დაბადების მოწმობა ან/და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, მას შეუძლია პირადობის მოწმობის მისაღებად წარადგინოს დაბადების სააქტო ჩანაწერის საფუძველზე გაცემული ცნობა. პირის მიერ ასეთი ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია თვითონ შეკრიბოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და გასცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა.”;
ზ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოში მცხოვრები ან დროებით მყოფი უცხოელი რეგისტრაციისათვის და ბინადრობის მოწმობის მისაღებად მიმართავს შესაბამის ტერიტორიული სამსახურს, ავსებს ამ ინსტრუქციის №4 დანართით გათვალისწინებულ განცხადება-ანკეტას (ფორმა №1) და მასთან ერთად წარადგენს:
ა) უცხოეთის სახელმწიფოს მოქალაქეობის ან მოქალაქეობის არქონის დამადასტურებელ საბუთს;
ბ) ორ ფოტოსურათს (3.5X4.5სმ);
გ) საქართველოში კანონიერად ცხოვრების დამადასტურებელ საბუთს;
დ) საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს ან საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობას, რაც ნიშნავს საცხოვრისის მესაკუთრის ან სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საცხოვრისის დამქირავებლის წერილობით თანხმობას, შესაბამისად საკუთრების ან ქირავნობის დამადასტურებებელი დოკუმენტის წარდგენის ან სანოტარო წესით დამოწმების გარეშე;
ე) ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ” ქვეპუნქტი არ ვრცელდება დროებითი ბინადრობის მოწმობის მიღების მსურველ უცხოელზე, რომლის მისამართად მიეთითება განცხადება-ანკეტის შევსების დროს მითითებული მისამართი.
8. პირი, რომელსაც არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციას გაივლის იმ დასახლებული პუნქტის მიხედვით, სადაც იმყოფება. ასეთ შემთხვევაში განცხადება ანკეტაზე მიეთითება მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი და შესაბამისი აღნიშვნა კეთდება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.”;
თ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ი) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ტერიტორიული სამსახური ვალდებულია პირის რეგისტრაციიდან სამ დღეში აცნობოს ამის შესახებ ტერიტორიულ სამსახური, სადაც პირი იყო რეგისტრირებული. მან უნდა მოხსნას პირი რეგისტრაციიდან შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან ერთი დღის ვადაში.
12. ტერიტორიული სამსახური ვალდებულია პირის რეგისტრაციაში გატარებიდან ათი დღის განმავლობაში აცნობოს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს სამხედრო განყოფილებას რეგისტრაციაში გატარების თარიღი და ახალი საცხოვრებელი ადგილის მისამართი.”.
10. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ტერიტორიული სამსახურები პირს რეგისტრაციაში გაატარებენ ან/და პირადობის (ბინარობის) მოწმობას გასცემენ (შეცვლიან) კანონმდებლობით და ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.”.
11. მე-10 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, პირის ასაკის მიხედვით, შეიძლება იყოს ვადიანი ან უვადო. 20 წლამდე ასაკის პირებზე მოწმობა გაიცემა 3 წლის ვადით, 20-დან 65 წლამდე ასაკის პირებზე – 10 წლის ვადით, ხოლო 65 წლის ასაკის ზევით – უვადოდ.
2. დროებითი ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება ბინადრობის ნებართვის ვადით, ხოლო მუდმივი ბინადრობის მოწმობის – 5 წლით.”.
ბ) მე-3 პუნქტის „ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) თანამდებობის პირის ხელმოწერა – შესაბამისი ტერიტორიული სამსახურის უფროსის, დიპლომატიური ან საკონსულო დაწესებულების ხელმღვანელის ხელმოწერა;”;
გ) მე-3 პუნქტის „ო” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) გერბიანი ბეჭედი – გერბიანი ბეჭედი წარმოადგენს 20 მმ-იანი დიამეტრის მრგვალ ტვიფრს, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია საქართველოს გერბი. გერბის ირგვლივ წრიულად იკითხება წარწერა: „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, „სამოქალაქო რეესტრის სააგენტო” და ხუთნიშნა რიცხვით გამოსახული შესაბამისი ტერიტორიული სამსახურის კოდი. გერბიანი ბეჭედი დაისმება მოწმობის ყველა რეკვიზიტის შევსების შემდეგ, დამზადებული მოწმობის ფოტოსურათის მარჯვენა ზედა კუთხეში და მოწმობის უკანა გვერდზე, მონიშნულ ადგილზე.”;
დ) მე-3 პუნქტს დემატოს შემდეგი შინაარსის „პ” ქვეპუნქტი:
„პ) რეგისტრაციის თარიღი – რეგისტრაციის თარიღის შევსების წესი დაბადების თარიღის შევსების წესის იდენტურია.”;
ე) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ბინადრობის მოწმობა და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა შეიცავს ერთი და იმავე რეკვიზიტებს, ბინადრობის მოწმობაში დამატებით შეიტანება გრაფა „მოქალაქეობა”, რომელშიც აღინიშნება იმ ქვეყნის დასახელება, რომლის მოქალაქეზეც გაიცემა ბინადრობის მოწმობა. თუ ბინადრობის მოწმობა გაიცემა პირზე, რომელსაც არ გააჩნია რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა, გრაფაში „მოქალაქეობა” ჩაიბეჭდება სიტყვები: „მოქალაქეობის არმქონე”. აგრეთვე ბინადრობის მოწმობაში არ შეიტანება გრაფა „მისამართი”. თუ ბინადრობის მოწმობა გაიცემა ლტოლვილზე, მოწმობაში დამატებით მოქალაქეობასთან ერთად მიეთითება სიტყვა „ლტოლვილი.“.
12. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლა
1. პირი ვალდებულია შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შემდეგ შემთხვევებში:
ა) საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას (თუ პირი საქართველოს მოქალაქეა);
ბ)მოწმობის მოქმედების ვადის გასვლისას;
გ) სახელის ან გვარის შეცვლისას;
დ) ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას;
ე) ხმარებისათვის უვარგისობის ან დაკარგვისას.
2. გამოსაცვლელი პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, რეგისტრაციის მოწმობა, საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტი გაუქმების შემდეგ ახალ პირადობის (ბინადრობის) მოწმობასთან ერთად უბრუნდება მფლობელს. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, რეგისტრაციის მოწმობის, საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტის გაუქმებისათვის აუცილებელია:
ა) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, რეგისტრაციის მოწმობის ნომრის ამოჭრა და განცხადება-ანკეტაზე დართვა;
ბ) საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტის გახვრეტა მთელს სისქეზე, მისი პირველი გვერდიდან ნომრის ამოჭრა და განცხადება-ანკეტაზე დართვა.
გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტის გაუქმების წესი არ ვრცელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირებზე, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრებ მოსახლეობაზე. მათ საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტი დაუბრუნდებათ გახვრეტისა და პირადი ნომრის ამოჭრის გარეშე.
3. თუ საქართველოს მოქალაქე არ იცვლის საცხოვრებელ ადგილს, მოწმობის შესაცვლელად იგი ავსებს განცხადება-ანკეტას და წარადგენს შესაცვლელ მოწმობას და ორ ცალ ფოტოსურათს. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე წარადგენს აგრეთვე ამ ქვეპუნქტში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელ შესაბამის ოფიციალურ დოკუმენტებს.
4. თუ პირადობის მოწმობის შეცვლა უკავშირდება საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, საქართველოს მოქალაქე წარადგენს ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.
5. საქართველოში მცხოვრები უცხოელი ბინადრობის მოწმობის შესაცვლელად წარადგენს ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წარადგენს აგრეთვე ამ ქვეპუნქტში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელ შესაბამის ოფიციალურ დოკუმენტებს.
6. ახალი პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაფორმება-გაცემა ხორციელდება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესებისა და ვადების დაცვით.”.
13. მე-111 მუხლს დამატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) თუ წარდგენილი დოკუმენტები არ ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას პირი აგრეთვე წარადგენს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს ან საქართველოს ტერიტორიაზე კანონით დადგენილი ვადის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელ საბუთს.”.
14. მე-12 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„2. დაკარგულის ნაცვლად ახალი მოწმობის მისაღებად პირი მიმართავს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ტერიტორიულ სამსახურს, ავსებს განცხადება-ანკეტას და წარადგენს დაბადების მოწმობის დედანს ან/და პირადობის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტს და 2 ფოტოსურათს (თუ დაკარგული მოწმობა გაცემულია სხვა სამსახურში - 3 ფოტოსურათს).”.
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:
„21. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის პირადობის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტს წარმოადგენს:
ა) პასპორტი;
ბ) მართვის მოწმობა;
გ) საპენსიო წიგნაკი;
დ) სამხედრო ბილეთი;
ე) სახელწიფო ორაგოებნის მიერ გაცემული სხვა ფოტოსურათიანი საბუთი.
22. თუ პირს ამ მუხლის მე-2 და მე-21 პუნქტებით გათვალისწინებული არც ერთი დოკუმეტი არ გააჩნია პირადობის მოწმობა შეიძლება გაიცეს განცხადება-ანკეტის საფუძველზე.”;
გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პირი, რომელიც შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს (მისამართს) და ახალ მისამართზე რეგისტრაციამდე დაკარგავს პირადობის (ბინადრობის) მოწმობას, მასზე ახალი მოწმობის გაცემას ახორციელებს ტერიტორიული სამსახური, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც პირი ცხოვრობს და ითხოვს რეგისტრაციას.
6. დაკარგული მოწმობები ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აღირიცხება და ელექტრონული ფორმით მონაცემთა ბაზა ეგზავნება ტერიტორიულ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს.”.
15. მე-13 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ ან დროებით მყოფ უცხოელთა რეგისტრაციიდან მოხსნა დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. საქართველოს მოქალაქე რეგისტრაციიდან მოხსნას ექვემდებარება შემდეგ შემთხვევებში:
ა) საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას;
ბ) გარდაცვალებისას.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. საქართველოში მცხოვრები ან დროებით მყოფი უცხოელი გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებისა რეგისტრაციიდან შეიძლება მოიხსნას აგრეთვე პირადი განცხადების საფუძველზე.”;
გ) მე-3 პუნქტის „ა”, „ბ”, „გ” და „დ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მისი ახალ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციის შესახებ შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში შეტყობინების მიღებიდან ერთი დღის ვადაში;
ბ) საქართველოდან პირის სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გასვლის (ემიგრაციის) შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან ერთ დღის ვადაში“;
გ) საზღვარგარეთ პირის მუდმივ საცხოვრებლად დარჩენის (საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში რეგისტრაციის) შესახებ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან შეტყობინების მიღებიდან ერთი დღის ვადაში“;
დ) საქართველოდან დროებით წასული პირის სხვა სახელმწიფოში საცხოვრებლად დარჩენის თაობაზე შესაბამისი სამსახურის შეტყობინების მიღების ან აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის წარმოდგენიდან ერთი დღის ვადაში;
დ) მე-3 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისას – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან მიღებული შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე, თუ აღნიშნული პირი მოქალაქეობის შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში არ მიმართავს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ტერიტორიულ სამსახურს ბინადრობის მოწმობის მისაღებად.”;
ე) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარდაცვლილი ექვემდებარება რეგისტრაციიდან მოხსნას გარდაცვალების რეგისტრაციასთან ერთად. რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღად მიეთითება გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღი.”;
ვ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ტერიტორიული სამსახური ვალდებულია პირის რეგისტრაციიდან მოხსნის შემთხვევაში, ათი დღის განმავლობაში აცნობოს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს სამხედრო განყოფილებას რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი.”.
16. მე-14 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, ვალდებულია ჩააბაროს პირადობის მოწმობა შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.
2. საქართველოში მცხოვრები უცხოელი, რომელიც აღარ ცხოვრობს საქართველოში, ვალდებულია ჩააბაროს ბინადრობის მოწმობა შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.
3. გარდაცვლილი პირის, აგრეთვე ნაპოვნი პირადობის (ბინადრობის) მოწმობა უნდა ჩაბარდეს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.”.
17. მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს.
18. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ტერიტორიული სამსახურები ვალდებულნი არიან აწარმოონ რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების, აგრეთვე რეგისტრაციიდან მოხსნის პროცესის ამსახველი ჟურნალები. სააღრიცხვო ბარათების (ფორმების), ბეჭდების, შტამპების და ჟურნალების წარმოება-გამოყენება განახორციელონ ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით (დანართი №3-4).”.
19. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. პასუხისმგებლობა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესების დარღვევისათვის.
საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.”.
20. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი II. საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესები”.
21. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ინსტრუქციის ეს თავი აწესრიგებს საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაფორმება-გაცემის, შეცვლის, აგრეთვე მოქმედების ვადის გაგრძელების წესსა და პირობებს.”.
22. მე-19 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
23. მე-20 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
24. მე-20 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:
„მუხლი 201. ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი
1. ლტოვლილის სამგზავრო დოკუმენტი (შემდგომში – სამგზავრო დოკუმენტი) არის მისი პირადობის და მოქალაქეობრივი მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.
2. სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა ლტოლვილად ცნობილ პირზე მათი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით.
3. სამგზავრო დოკუმენტი გამოიყენება ლტოლვილის გასვლისათვის საქართველოდან საზღვარგარეთის ყველა სახელმწიფოში, გარდა თავისი მოქალაქეობის ან ადრინდელი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნისა და აგრეთვე გარდა იმ სახელმწიფოებისა, რომლებშიც მისი და მისი ოჯახის წევრების მდგომარეობა არ ითვლება უსაფრთხოდ.
4. სამგზავრო დოკუმენტის შენახვისა და დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მის კანონიერ მფლობელს.
5. სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს სრულწლოვან და ქმედუნარიან ლტოლვილს, აგრეთვე არასრულწლოვნის წარმომადგენელს.
25. 21-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გამცემი ორგანოები”.
ბ) მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტის გაფორმებას, გაცემასა (შეცვლას) და ვადის გაგრძელებას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება.
3. საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებზე სამგზავრო პასპორტის და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემას (შეცვლას) ახორციელებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ამ უფლებამოსილების მქონე ტერიტორიული სამსახურები.
4. ტერიტორიული სამსახურები პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაფორმებასა და გაცემას (შეცვლას) ახორციელებენ კანონმდებლობითა და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესების შესაბამისად.”.
26. 22-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22. პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის (მოქმედების ვადის გაგრძელების) თაობაზე განცხადებათა მიღება”;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“3. არასრულწლოვან პირზე შეიძლება გაიცეს პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი მათი კანონიერი წარმომადგენლების სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის საფუძველზე.”;
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31, 32 და 33 პუნქტები:
„31. ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია შემდეგ შემთხვევებში:
ა) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
ბ) არასრულწლოვანს 16 წელი შეუსრულდა;
გ) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია;
დ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია;
ე) მეორე კანონიერი წარმომადგენელის მძიმე ავადმყოფობის გამო შუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით.
32. 16-დან 18-წლამდე არასრულწლოვანს, თუ იგი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, პასპორტის მისაღებად არ ესაჭიროება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
33. თუ არასრულწლოვან ლტოლვილზე სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას შუძლებელია ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარმოდგენა იმ მიზეზით, რომ მეორე კანონიერი წარმომადგენელი იმყოფება არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში, არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია, მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია და ამ გარემოებების დადასტურება ვერ ხერხდება სათანადო დოკუმენტებით, მათ მაგივრად შეიძლება წარდგენილი იქნას საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.”.
დ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მისაღებად პირი პირადად ან სხვა პირის მეშვეობით მიმართავს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს, ხოლო სამგზავრო პასპორტის მისაღებად – ამ უფლებამოსილების მქონე ტერიტორიულ სამსახურს. პასპორტის მისაღებად პირი ავსებს ამ ინსტრუქციის დანართი №4-ით გათვალისწინებული ფორმის განცხადება-ანკეტას (ფორმა №1ა). განცხადება ივსება ქართულ ენაზე, შეცდომებისა და გასწორებების გარეშე. განმცხადებლის სურვილით, მის მიერ მიწოდებული მონაცემების განცხადების ბლანკში შეტანის უფლება აქვს განცხადების მიმღებ უფლებამოსილ პირს. განცხადებას ხელს აწერს უშუალოდ განმცხადებელი. პასპორტის მიმღების პირადად გამოცხადება სავალდებულოა მხოლოდ ხელმოწერისას. გარდა ამ მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. განცხადებას პასპორტის (სამგზავრო პასპორტის, სამგზავრო დოკუმენტის) გაცემის (მოქმედების ვადის გაგრძელების) თაობაზე თან ერთვის:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (თუ მთხოვნელი საქართველოს მოქალაქეა) ან ბინადრობის მოწმობა (თუ მთხოვნელი მოქალაქეობის არმქონე პირი ან ლტოლვილია);
ბ) 2 ფერადი ფოტოსურათი ზომებით 3.5X4.5 სმ. როგორც წესი, ფოტოსურათი გადაღებული უნდა იყოს შესაბამის ასაკში;
გ) პასპორტის გაცემისათვის დაწესებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი (ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად პირი არ წარადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს).“;
ე) მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ვ) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. 18 წლამდე ასაკის და ქმედუუნარო სრულწლოვან პირებზე პასპორტის გასაცემად აუცილებელია ამ პირის კანონიერ წარმომადგენელთა სანოტარო წესით დამოწმებული შუამდგომლობა ან ერთი კანონიერი წარმომადგენელის შუამდგომლობა და ამ მუხლის 31, მე-32 და მე-33 პუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტი. შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს:
ა) დაბადების მოწმობის დედანი, ასლთან ერთად, რომლის სახელზეც უნდა გაფორმდეს პასპორტი. გარდა ამ მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ბ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, თუ პირს პასპორტის გაცემამდე შეუსრულდა 14 წლის ასაკი;
გ) 2 ფერადი ფოტოსურათი ზომებით 3.5X4.5 სმ;
დ) პასპორტის გაცემისათვის დაწესებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი.
11. განცხადების მიმღები ტერიტორიული სამსახურები ვალდებულნი არიან:
ა) დაეხმარონ პირს განცხადება-ანკეტის სწორად და უშეცდომოდ შევსებაში, თუ ამის საჭიროება არსებობს;
ბ) წარდგენილი საბუთების ვიზუალური დათვალიერებით დაადგინონ, ხომ არ შეინიშნება მათი მონაცემების გადაკეთების, ფოტოსურათის შეცვლის ან გაყალბების მცდელობის სხვა ნიშანები;
გ) განმცხადებლის თანდასწრებით დაადასტურონ განცხადებისა და თანდართული საბუთების მიღება, რაც ნიშნავს:
გ.ა) სამახსოვრო ბარათის მიცემას განმცხადებლისათვის, რომელშიც აღნიშნული იქნება განცხადების მიღების თარიღი განცხადების მიმღები თანამდებობის პირის გვარი და საკონტაქტო ტელეფონი, რომლის მეშვეობითაც მას მიეწოდება ინფორმაცია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
გ.ბ) შესაბამისი ჩანაწერების შეტანას განცხადება-ანკეტის უკანა გვერდზე, სამსახურებრივი აღნიშვნების გრაფაში.”;
ზ) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
თ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე, რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს პასპორტი ან პირადობის მოწმობა და სააგენტოში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკოსულო დაწესებულებაში ინახება შესაბამისი განცხადება-ანკეტა, პასპორტის გაცემაზე არ ვრცელდება ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული პირადად გამოცხადების ვალდებულება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას განცხადება-ანკეტა და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება გაეგზავნოს ფოსტით, რომელიც ასევე ფოსტის საშუალებით უგზავნის პასპორტს განმცხადებელს.”.
ი) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი.
„14. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა და მის შესახებ არსებობს შესაბამისი განცხადება-ანკეტა, უფლებამოსილია პასპორტის მისაღებად წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. წარმომადგენლობა უნდა დადასტურდეს დადგენილი წესით.”;
27. 23-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის (მოქმედების ვადის გაგრძელების) თაობაზე განცხადებათა განხილვა-გადაწყვეტა.”;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თანამდებობის პირები, რომელთაც დაევალათ პასპორტის ან სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემის (მოქმედების ვადის გაგრძელების) თაობაზე განცხადების განხილვა, ვალდებულნი არიან:
ა) დეტალურად შეისწავლონ განცხადებაზე დართული საბუთების კანონიერება და მათში აღნიშნული მონაცემების შესაბამისობა განცხადება-ანკეტაში შეტანილ მონაცემებთან;
ბ) პირადობის დამადასტურებელ და სარეგისტრაციო მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების შემოწმებით დაადგინონ:
ბ.ა) შეესაბამება თუ არა განმცხადებლის პირად ნომერი ამ პირის მიერ წარდგენილი პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შესაბამის გრაფაში მითითებული პირადი ნომერი, ამასთანავე, არის თუ არა ერთმანეთის იდენტური პასპორტისათვის წარდგენილი ფოტოსურათი, პირადობის (ბინადრობის) მოწმობაში ჩაკრული ფოტოსურათი;
ბ.ბ) ირიცხება თუ არა განმცხადებელი რეგისტრირებულად იმ მისამართზე, რომელიც მან უჩვენა განცხადება-ანკეტაში;
ბ.გ) შეესაბამება თუ არა განმცხადებლის მიერ წარდგენილი პირადობის (ბინადრობის) მოწმობის რეკვიზიტები (სერია და ნომერი) მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მასზე გაცემულად რიცხული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის რეკვიზიტებს. თუ მონაცემთა ბაზა იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ განმცხადებელ პირზე გაცემულად ირიცხება რამდენიმე მოწმობა, აუცილებელია გაირკვეს, რა გარემოების საფუძველზე (დაკარგვა, მოქალაქეობის ან გვარ-სახელის შეცვლა, ზღვრული ასაკის დადგომა და ა.შ.) მოხდა ახალი მოწმობის (მოწმობების) გაცემა. ამასთანავე, უნდა დადგინდეს, გაცემული მოწმობებიდან რომელია ძალადაკარგული, რომელი – მოქმედი და მოქმედი მოწმობის რეკვიზიტები შეუდარდეს განმცხადებლის მიერ წარდგენილი მოწმობის რეკვიზიტებს;
გ) საფუძვლიანად შეისწავლონ წარდგენილი განცხადება-ანკეტა და დოკუმენტები (საბუთები) მათში ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის დადგენის მიზნით. ამ ინსტრუქციის 281 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაამოწმონ დოკუმენტების (საბუთების) კანონიერება, დაადგინონ, ერიცხება თუ არა ასეთი დოკუმენტის სერია და ნომერი ორგანოს, რომელიც მის გამცემადაა დასახელებული.
დ) თუ პირი, რომლის სახელზეც პასპორტი უნდა გაფორმდეს, გადაცილებულია 14 წლის ასაკს, შესაბამის საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით შეამოწმონ და დაადგინონ ხომ არ იძებნება იგი სამართალდამცავი ორგანოების მიერ;
ე) დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში უზრუნველყონ პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის დაუყოვნებლივი გაფორმება და გაცემა ამ ინსტრუქციის №2 დანართის შესაბამისად. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემაზე (მოქმედების ვადის გაგრძელებაზე) უარის შემთხვევაში გამოიტანოს წერილობითი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გადაეცეს განმცხადებელს ან გაეგზავნოს ფოსტით..”.
გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ტერიტორიული სამსახურები პასპორტს (სამგზავრო პასპორტს) გასცემენ დაინტერესებული პირის მიერ ამ თავით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ან საკონსულო დაწესებულებები 1 თვის ვადაში.
4. თუ პირის საქართველოდან გასვლა დაკავშირებულია მკურნალობასთან ან საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ სასამართლო პროცესში მონაწილეობასთან, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თაობაზე განცხადების განხილვა, გადაწყვეტილების მიღება და პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემა უნდა განხორციელდეს ამ თავით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის წარდგენიდან არა უმეტეს 3 დღის ვადისა.”.
28. 24-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პასპორტის მოქმედების ვადა არის 10 წელი მისი გაცემის დღიდან. პასპორტის მოქმედების ვადა შეიძლება მხოლოდ ერთხელ გაგრძელდეს 5 წლით, თუ იგი გაცემულია 5 წლის მოქმედების ვადით და მისი მფლობელი იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ. პასპორტის მოქმედების ვადას აგრძელებს საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო საზღვარგარეთ – საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება.”.
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამგზავრო პასპორტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 5 წლით მისი გაცემის დღიდან.”;
გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 2 წლის ვადით.”.
29. 25-ე მუხლის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
30. 25-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 251მუხლი:
„მუხლი 251. სამგზავრო დოკუმენტის რეკვიზიტები:
ა) სამგზავრო დოკუმენტის მფლობელის სახელი;
ბ) სამგზავრო დოკუმენტის მფლობელის გვარი;
გ) სამგზავრო დოკუმენტის მფლობელის დაბადების თარიღი;
დ) სამგზავრო დოკუმენტის მფლობელის პირადი ნომერი;
ე) სამგზავრო დოკუმენტის მფლობელის ფოტოსურათი;
ვ) სამგზავრო დოკუმენტის მფლობელის სქესი;
ზ) სამგზავრო დოკუმენტის მფლობელის დაბადების ადგილი;
თ) სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თარიღი;
ი) სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადა;
კ) სამგზავრო დოკუმენტის გამცემი ორგანოს დასახელება;
ლ) სამგზავრო დოკუმენტის ტიპის შესახებ მითითება;
მ) ქვეყნის კოდი;
ნ) სამგზავრო დოკუმენტის ნომერი;
ო) თანამდებობის პირის ხელმოწერა;
პ) სამგზავრო დოკუმენტის მფლობელის ხელმოწერა;
ჟ) ბეჭედი;
რ) შენიშვნები (სამგზავრო დოკუმენტში შესატანი განსაკუთრებული აღნიშვნებისათვის).”.
31. 26-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 26. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის შეცვლა”;
ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პასპორტი (სამგზავრო პასპორტი, სამგზავრო დოკუმენტი) ექვემდებარება შეცვლას შემდეგ შემთხვევებში:
ა) სახელის, გვარის გამოცვლისას;
ბ) ჩანაწერებში უზუსტობის დადგენისას;
გ) ვიზებისა და მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის განსაზღვრული ფურცლების გახარჯვისას;
დ) ხმარებისათვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება).
2. პასპორტის შესაცვლელად განმცხადებელმა შესაბამის ტერიტორიული სამსახურში, უნდა შეავსოს ახალი განცხადება-ანკეტა და წარადგინოს: პირადობის მოწმობა, შესაცვლელი პასპორტი (გამონაკლისია დაკარგვის შემთხვევა), სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი და 1 ფერადი ფოტოსურათი 3.5X4.5.”;
გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:
„21. სამგზავრო პასპორტის შესაცვლელად განმცხადებელმა შესაბამის ტერიტორიული სამსახურში, უნდა შეავსოს ახალი განცხადება-ანკეტა და წარადგინოს: ბინადრობის მოწმობა, შესაცვლელი სამგზავრო პასპორტი (გამონაკლისია დაკარგვის შემთხვევა), სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი და 2 ფერადი ფოტოსურათი 3.5X4.5).
22. სამგზავრო დოკუმენტის შესაცვლელად განმცხადებელმა შესაბამის ტერიტორიული სამსახურში, უნდა შეავსოს ახალი განცხადება-ანკეტა (ფორმა №1ბ) და წარადგინოს: ბინადრობის მოწმობა, შესაცვლელი სამგზავრო დოკუმენტი (გამონაკლისია დაკარგვის შემთხვევა), და 2 ფერადი ფოტოსურათი 3.5X4.5.”;
დ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
32. II1 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი II1. საქართველოს მოქალაქეთა პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შეჩერებისა და უარის თქმის წესები
მუხლი 281. საქართველოს მოქალაქეთა პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმეტის) გაცემის შეჩერება და გაცემაზე უარის თქმა
1. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში საქართველოს მოქალაქეთა პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის და პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემისას განმცხადებლის მიერ წარდგენილ ან მის სახელზე ადრე გაცემულ დოკუმენტებში ურთიერთშეუსაბამობის ან უზუსტობის აღმოჩენის, აგრეთვე ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის ნიშნების აღმოჩენისას, ტერიტორიული სამსახურის შესაბამისი თანამშრომელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ტერიტორიული სამსახურის უფროსს და არა უგვიანეს მომდევნო დღისა წარუდგინოს მოხსენებითი ბარათი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტერიტორიული სამსახურის უფროსი უფლებამოსილია დოკუმენტების გადამოწმების მიზნით შეაჩეროს საქართველოს მოქალაქეთა პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის და პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემა არა უმეტეს 10 დღისა, რის შესახებაც გამოაქვს წერილობითი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გადაეცეს განმცხადებელს ან გაეგზავნოს ფოსტის საშუალებით.
3. საქართველოს მოქალაქეთა პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის და პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) ასაღებად განმცხადებლის მიერ წარდგენილ ან მის სახელზე ადრე გაცემულ დოკუმენტებში ურთიერთშეუსაბამობის აღმოჩენის, აგრეთვე ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის დადასტურების შემთხვევაში მოპოვებულ დოკუმენტებში დანაშაულის ნიშნების არსებობისას ტერიტორიული სამსახურის უფროსი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი დასკვნა, რომელიც სავარაუდო გაყალბების დამადასტურებელ მასალებთან ერთად წერილობითი მიმართვით დაუყოვნებლივ ეგზავნება საგამოძიებო ორგანოს, რის შესახებაც უნდა ეცნობოს შიდა კონტროლისა და აუდიტის სამსახურს დადგენილი წესით.
4. საქართველოს მოქალაქეთა პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის და პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) ასაღებად განმცხადებლის მიერ წარდგენილ ან მის სახელზე ადრე გაცემულ დოკუმენტებში არსებული მონაცემების ურთიერთშეუსაბამობის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, რაც გამოწვეულია მექანიკური შეცდომით და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ტერიტორიული სამსახურის უფროსი ვალდებულია შეადგინოს დასკვნა დოკუმენტებში დაშვებული შეცდომის გასწორების შესახებ, რის თაობაზეც უნდა აცნობოს სააგენტოს შიდა კონტროლისა და აუდიტის სამსახურს დადგენილი წესით.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და პასპორტის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემებით გაცემისათვის საჭირო დოკუმენტების არსებობისას სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ვალდებულია გასცეს აღნიშნული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები დადგენილი წესით, ხოლო თუ შეუძლებელია პირის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემების დადგენა – გამოიტანოს წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეთა პირადობის მოწმობის, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა ბინადრობის მოწმობის და პასპორტის (სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის) გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც უნდა გადაეცეს განმცხადებელს ან გაეგზავნოს ფოსტის საშუალებით.
6. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებულნი არიან შეაჩერონ საქმის წარმოება და მასალები შესაბამისი მიმართვით გადაუგზავნონ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შიდა კონტროლისა და აუდიტის სამსახურს. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და პასპორტის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემებით გაცემისათვის საჭირო დოკუმენტების არსებობისას საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები ვალდებულნი არიან გასცენ აღნიშნული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები კანონით დადგენილი წესით, ხოლო თუ შეუძლებელია პირის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემების დადგენა – გამოიტანონ წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეთა პირადობის მოწმობის და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც უნდა გადაეცეს განმცხადებელს ან გაეგზავნოს ფოსტის საშუალებით.”.
33. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული დევნილების პირადობის მოწმობას გასცემენ (შეცვლიან) შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურები. ამასთან, აღნიშნული კატეგორიის პირებზე პასპორტის გაცემას (შეცვლას) ახორციელებენ სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურები.”.
34. დანართი №2-ის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. პირადობის (ბინადრობის) მოწმობებისა და პასპორტების ბეჭდვის, ასევე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა მოქმედებების განსახორციელებლად საჭირო ერთიანი კომპიუტერული პროგრამის შემუშავებას, სისტემაში დანერგვას და ტექნიკური პერსონალის მომზადებას უზრუნველყოფს სააგენტო.
35. დანართი №4-ში მოცემული ფორმა №1ა-ს შემდეგ დამატოს ფორმა №1ბ და დამტკიცდეს თანდართული რედაქციით.
36. დანართ №4-ში მოცემული ფორმა №11 დამტკიცდეს თანდართული რედაქციით.
37. დანართში №4-ში მოცემული ფორმა №11-ის შემდეგ არსებული სამახსოვრო ბარათის ნიმუში დამტკიცდეს თანდართული რედაქციით.
38. დანართი №5 დამტკიცდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
ფორმა №1ბ
წინა მხარე
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა - ა ნ კ ე ტ ა
|
ფოტო 3.5X4.2 |
სამგზავრო დოკუმენტის გაცემის შესახებ
| 1. პირადი № |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 2. პირადობის (ბინადრობის) |
|
| 3. გაცემის თარიღი ____________ |
| მოწმობის სერია და ნომერი |
|
|
|
4. გვარი ______________ 5. სახელი ______________ 6. მამის სახელი __________________
______________________________________________________________________________
(სასურველია მიუთითოთ თქვენი გვარი და სახელი ლათინური ასოებით)
| მმ |
| მდ |
7. ________________________________________________ 8. სქესი
(გამოცვლილი გვარი, სახელი)
| 9. დაბადების წელი |
|
|
|
| რიცხვი |
|
| თვე |
|
10. დაბადების ადგილი ___________________________________ 11. ________________________________
(სახელმწიფო, ქალაქი) (მოქალაქეობა)
12. საცხოვრებელი ადგილი ____________________________________________________________________
(მისამართი, სადაც თქვენ ხართ რეგისტრირებული)
13. თხოვნა: ა) პირველი სამგზავრო დოკუმენტის პასპორტის გაცემა; ბ) სამგზავრო დოკუმენტის შეცვლა; გ)დაკარგული სამგზავრო დოკუმენტის შეცვლა.
14. ჩემთვის ცნობილია, რომ განცხადებაში არასწორი მონაცემების შეტანა და ყალბი საბუთების
წარდგენა გამოიწვევს სამგზავრო დოკუმენტის გაცემაზე უარის თქმას:
_______________________ ___________________ განცხადება მიიღო ___________________
განმცხადებლის ხელმოწერა ტელეფონის ნომერი გვარი, ხელმოწერა
უკანა მხარე
ს ა მ ს ა ხ უ რ ე ბ რ ი ვ ი ა ღ ნ ი შ ვ ნ ე ბ ი
| 1. განცხადება მიიღო და შევსების სისწორე შეამოწმა: _______________________ _______________________ (ხელმოწერა) (გვარი) განცხადების სარეგისტრაციო ნომერი –––––––––––– რეგისტრაციის თარიღი _________________________
|
სხვა აღნიშვნები:
|
| აღნიშვნები პასპორტის გაცემის შესახებ 1. გაფორმდა სამგზავრო დოკუმენტი № –-–––––––– სამგზავრო დოკუმენტი მივიღე: _______________________________________________ (მოქალაქის ხელმოწერა) „–––––”––––––––––––––200 ––– წ. სამგზავრო დოკუმენტი გასცა: ______________________________________________ (ხელმოწერა, გვარი) 2. სამგზავრო დოკუმენტის გაცემაზე ეთქვა უარი საფუძველი: __________________________________ ეცნობა: ______________________________________ (ტელეფონით, პირად მიღებაზე) ––––––––––––––––– „–––––”–––––––––––––200 ––– წ. |
__________________________________________ (თანამდებობის პირის ხელმოწერა) |
ფორმა №11
| ა ნ გ ა რ ი შ ი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს -------------------------- სამსახურის მიერ 200 წლის ––––––––––– გაწეული მუშაობის შესახებ | ||||||||||||||||||
| № | გაცემული დოკუმენტის სახე | № | რაოდენობა | თანხა | ||||||||||||||
|
| 32 გვერდიანი პასპორტების გაცემის ვადები და საფასურის სახით შემოსული თანხა |
|
|
| ||||||||||||||
| მათ შორის | განცხადების შემოტანის დღესვე |
|
|
| ||||||||||||||
| განცხადების შემოტანიდან 24 საათის გასვლისთანავე |
|
|
| |||||||||||||||
| განცხადების შემოტანიდან მე-3 დღეს |
|
|
| |||||||||||||||
| განცხადების შემოტანიდან მე-5 დღეს |
|
|
| |||||||||||||||
| განცხადების შემოტანიდან მე-10 დღეს |
|
|
| |||||||||||||||
| წარმომადგენლის მეშვეობით | განცხადების შემოტანიდან მე-5 დღეს |
|
|
| ||||||||||||||
| განცხადების შემოტანიდან მე-10 დღეს |
|
|
| |||||||||||||||
|
| 32 გვერდიან პასპორტებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი |
|
|
| ||||||||||||||
| მათ შორის | სრული ღირებულებით |
|
|
| ||||||||||||||
| ნახევარი ღირებულებით |
|
|
| |||||||||||||||
| უფასო |
|
|
| |||||||||||||||
|
| 48 გვერდიანი პასპორტების გაცემის ვადები და საფასურის სახით შემოსული თანხა |
|
|
| ||||||||||||||
| მათ შორის | განცხადების შემოტანის დღესვე |
|
|
| ||||||||||||||
| განცხადების შემოტანიდან 24 საათის გასვლისთანავე |
|
|
| |||||||||||||||
| განცხადების შემოტანიდან მე-3 დღეს |
|
|
| |||||||||||||||
| განცხადების შემოტანიდან მე-5 დღეს |
|
|
| |||||||||||||||
| განცხადების შემოტანიდან მე-10 დღეს |
|
|
| |||||||||||||||
| წარმომადგენლის მეშვეობით | განცხადების შემოტანიდან მე-5 დღეს |
|
|
| ||||||||||||||
| განცხადების შემოტანიდან მე-10 დღეს |
|
|
| |||||||||||||||
|
| 48 გვერდიან პასპორტებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი |
|
|
| ||||||||||||||
| მათ შორის | სრული ღირებულებით |
|
|
| ||||||||||||||
| ნახევარი ღირებულებით |
|
|
| |||||||||||||||
| უფასო |
|
|
| |||||||||||||||
|
| სულ საქართველოს მოქალაქეზე გაცემული პასპორტების რაოდენობა და შემოსული თანხა |
|
|
| ||||||||||||||
|
| დაკარგული და დაზიანებული პასპორტების რაოდენობა |
|
| |||||||||||||||
|
| გამოვლენილია ძებნაში მყოფი პირები |
|
| |||||||||||||||
|
| მკაცრი აღრიცხვის ბლანკების მოძრაობა საანგარიშო პერიოდში | |||||||||||||||||
| ბლანკის დასახელება | ირიცხებოდა | დამატებით მიღებულია | გ ა ხ ა რ ჯ უ ლ ი ა |
| ნ ა შ თ ი | |||||||||||||
| სულ | მათ შორის ტექ. დაზ. | |||||||||||||||||
| საქართველოს მოქალაქის 32 გვერდიანი პასპორტი |
|
|
|
|
|
| ||||||||||||
| საქართველოს მოქალაქის 48 გვერდიანი პასპორტი |
|
|
|
|
|
| ||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||
| ____________________ სამსახურის უფროსი _____________________ ___________________ |
| |||||||||||||||||
|
|
|
| გვარი, სახელი ხელმოწერა |
| ||||||||||||||
| „_____“ „__________________“ 200 წ. |
|
|
|
|
|
|
| |||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||
| მონაცემები მივიღე და სისწორე შევამოწმე _____________________ ___________________ |
| |||||||||||||||||
|
|
|
| გვარი, სახელი ხელმოწერა |
| ||||||||||||||
| შენიშვნა: ანგარიში წარმოდგენილ უნდა იქნეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველოში ყოველი თვის 2 რიცხვამდე. |
| სამახსოვრო ბარათი
მოქ. _______________________________________ -ს (გვარი და სახელი)
თქვენი განცხადება პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის გაცემის (შეცვლის, აღდგენის, მოქმედების ვადის გაგრძელების), თაობაზე მიღებული და რეგისტრირებულია.
რეგისტრაციის №_____მიღების თარიღი _________________
პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის მისაღებად
გამოცხადების თარიღი: „_____“___________________ 200 წ.
განცხადება და თანდართული საბუთები მიიღო: _____________________________________________________ (საპასპორტო სამსახურის დასახელება) _____________________________________________________ (ხელმოწერა, გვარი)
საკონტაქტო ტელეფონის №: _____________________
| ამონარიდი საქართველოს კანონიდან „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“. მუხლი 5. საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები 1. საქართველოს მოქალაქის პასპორტის: ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 დღეს გაცემისათვის 32-გვერდიან პასპორტზე სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, 48-გვერდიან პასპორტზე – 40 ლარი, ხოლო მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება; ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 დღეს გაცემისათვის 32-გვერდიან პასპორტზე სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, 48-გვერდიან პასპორტზე – 40 ლარი, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 25 ლარი; გ) განაცხადის შეტანიდან მე-3 დღეს გაცემისათვის 32-გვერდიან პასპორტზე სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, 48-გვერდიან პასპორტზე – 40 ლარი, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 55 ლარი; დ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის 32-გვერდიან პასპორტზე სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, 48-გვერდიან პასპორტზე – 40 ლარი, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 125 ლარი; ე) განაცხადის შეტანის დღესვე გაცემისათვის 32-გვერდიან პასპორტზე სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, 48-გვერდიან პასპორტზე – 60 ლარი, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 170 ლარი. 2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის მოწმობის: ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება; ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 5 ლარი; გ) განაცხადის შეტანიდან მე-3 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 10 ლარი; დ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 25 ლარი; ე) განაცხადის შეტანის დღესვე გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი. 3. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქის მიერ წარმომადგენლის მეშვეობით პასპორტის განცხადების შეტანიდან: ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, ხოლო მომსახურეობის საფასური – 70ლარი; ბ) განაცხადის შეტანიდან მე–5 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, ხოლო მომსახურეობის საფასური – 120ლარი; იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო |
დანართი №5
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გამოყენებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შენახვისა და აღრიცხვის წესები
1. ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული, ყველა სახეობის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის, ბინადრობის მოწმობა, პასპორტი, სამგზავრო პასპორტი, სამგზავრო დოკუმენტი) წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ბლანკს, რომელიც ინახება გარეშე ხელყოფისა და ხანძრისაგან დაცვის სპეციალური სასიგნალო და ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილ სათავსში. ბლანკების დაცულ მდგომარეობაში შენახვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია იმ ტერიტორიული სამსახურის უფროსი, რომელსაც ერიცხება ეს ბლანკები.
2. ყველა სახის მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შემოსვლა ტერიტორიულ სამსახურში, გადაცემა ამ სამსახურის თანამშრომლებზე და ხარჯვა (გაფორმებული დოკუმენტის გაცემა) აღირიცხება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით. ამ წესების დაუცველობა და დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი თანამდებობის პირის დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
3. უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ საწყობიდან მიღებული ბლანკების მთელი მარაგი, ზედდებულში აღნიშნული ნომრების და რაოდენობის მითითებით, მიღების დღესვე აღირიცხება ამ დანართით გათვალისწინებულ სააღრიცხვო ჟურნალში (ფორმა №3 „ა“). იმავე ჟურნალში აღირიცხება მიღებული ბლანკების განაწილება შესაბამის თანამდებობის პირებზე, ამ უკანასკნელთა გვარების, მათზე გაცემული ბლანკების ნომრების და რაოდენობის მითითებით.
4. შეფუთული და დალუქული ბლანკების შეკვრა იხსნება კომისიური წესით და გახსნის წინ მოწმდება გულდასმით. ლუქის მთლიანობის დარღვევის ან უსანქციო ხელყოფის სხვა ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა იქნეს შედგენილი სათანადო ოქმი უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ, რომელიც შეკვრის თანხლებით შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა სააგენტოს ლოჯისტიკის სამსახურს.
5. კომისიური წესით გახსნის შემდეგ ყურადღებით მოწმდება შეკვრაში მოთავსებული ბლანკების რაოდენობა, ნომრების თანმიმდევრობა და შესაბამისობა ზედდებულში მითითებულ ნომრებთან და რაოდენობასთან. თუ შეკვრაში მოთავსებული ბლანკების ნომრების თანმიმდევრობა დარღვეულია, გამოტოვებულია ან განმეორებულია ერთი ან მეტი ნომერი, რაც შესაბამისად ბლანკის (ბლანკების) ნაკლებობაში ან მეტობაში იქნება გამოხატული, შედგენილი უნდა იქნეს სათანადო ოქმი. ანალოგიური ოქმი ფორმდება იმ შემთხვევაში, თუ შეკვრაში აღმოჩნდა ერთი ან მეტი წუნდებული, უხარისხოდ დამზადებული ბლანკი. ორივე შემთხვევაში ოქმი, ბლანკების დამამზადებელი ორგანიზაციის ინფორმირებისა და შესაბამისი ზომების მიღების მიზნით, მოხსენდება სააგენტოს ლოჯისტიკის სამსახურს. ოქმს თან უნდა ერთოდეს გახსნილი ბლანკების მთლიანი შეკვრა.
6. ტერიტორიული სამსახურების უფლებამოსილი თანამდებობის პირები მათზე რიცხული ბლანკების ყოველდღიურ ხარჯვას და გაფორმებული დოკუმენტების მოქალაქეებზე გაცემას აღრიცხავენ ამ დანართით გათვალისწინებულ სპეციალურ ჟურნალში (ფორმა №2-ში).
7. ამ დანართით გათვალისწინებული სააღრიცხვო ჟურნალების წარმოებისას აუცილებელია შემდეგი წესების გათვალისწინება:
ა) ყოველი სახეობის ბლანკების აღრიცხვა უნდა წარმოებდეს ცალკე ჟურნალში;
ბ) ჟურნალის ყველა გრაფა უნდა ივსებოდეს ყურადღებით, სრულად და შეცდომების გარეშე. დაუშვებელია ჩანაწერებში შესწორების შეტანა, თუ იგი არ არის დამოწმებული ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერ და არ არის განმარტებული მიზეზი;
გ) სააღრიცხვო ჟურნალის ფურცლები უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი, ლუქით დამაგრებული და რეგისტრირებული სააგენტოს კანცელარიაში;
დ) ბლანკების ხარჯვის აღრიცხვა უნდა წარმოებდეს მათი ნომრების მზარდი თანმიმდევრობის მიხედვით იმ დიაპაზონის ფარგლებში, რომელიც ერიცხება შესაბამის სამსახურს ან თანამდებობის პირს.
8. ბეჭდვის (შევსების) პროცესში ბლანკის ტექნიკურად დაზიანების შემთხვევაში ფორმდება სათანადო ოქმი შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ. დაზიანებული ბლანკიდან ამოჭრილი ნომერი ჩაიკვრება ხარჯვის აღრიცხვის ჟურნალში (ფორმა №2-ში) იმ ადგილას, სადაც ამ ნომრის მქონე ბლანკის შესახებ ჩანაწერი უნდა ყოფილიყო შეტანილი. დაზიანებული, ნომერამოჭრილი ბლანკი ნადგურდება დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ოქმი ინახება სააგენტოს კანცელარიაში (არქივში).
9. ბლანკის დაზიანება მისი არასწორი შევსების ან სხვა დაუდევარი მოქმედების შედეგად გამოიწვევს შესაბამისი თანამდებობის პირის დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
10. ბლანკების მოძრაობასთან და ხარჯვასთან (გაცემასთან) დაკავშირებული, ამ დანართით გათვალისწინებული ყველა ოპერაცია ერთდროულად აღრიცხული და სრულად ასახული უნდა იქნეს კომპიუტერულ მონაცემთა ბანკში.
11. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმება-გაცემით დაკავებული ყველა მუშაკი ვალდებულია პერიოდულად შეადგინოს ამ დანართით გათვალისწინებული დაბალანსებული ანგარიში წარმოებაში მიღებული, გახარჯული (გაცემული და ტექნიკურად დაზიანებული) და ნაშთის სახით დარჩენილი ბლანკების შესახებ. თითოეული სახეობის ბლანკზე ანგარიში უნდა შედგეს ცალ-ცალკე და ყოველი თვის ბოლოს მოხსენდეს შესაბამისი სამსახურის უფროსს.
12. ტერიტორიული სამსახურის უფროსი თავის მხრივ ვალდებულია შეჯამებული და დაბალანსებული ანგარიში შესაბამისი კომპიუტერული ინფორმაციის თანხლებით ყოველი თვის ბოლოს წარადგინოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში.
13. სააგენტოს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველო ვალდებულია სისტემატურად აკონტროლოს ბლანკების ხარჯვის კანონიერება და მდგომარეობა, განსაზღვროს დინამიკა და სათანადო ანალიზის საფუძველზე უზრუნველყოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის მოსახსენებელი ინფორმაციისა და წინადადებების მომზადება.
14. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ტირაჟირებას და შესაბამისი სამსახურების მომარაგებას ყველა სახეობის ბლანკებით და საჭირო ტექნიკით უზრუნველყოფს სააგენტოს ლოჯისტიკის სამსახური.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები