დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 118 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/04/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 59, 18/04/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.027.011.762 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/04/2008 - 31/01/2012)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.22.027.011.762
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №118
2008 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის ფორმის დამტკიცების თაობაზე
,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 881-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. დამტკიცდეს პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის ფორმის (ბლან-კის) თანდართული ნიმუში (დანართი №1).
მუხლი 2. პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
1. ოქმის შედგენის თარიღს;
2. ოქმის შედგენის ადგილს;
3. გარდაცვლილი პირის სახელს, გვარს, სქესს, დაბადების თარიღსა და ადგილს, მოქალაქეობას და პირად ნომერს;
4. გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერიას და ნომერს;
5. გარდაცვლილის უკანასკნელი რეგისტრაციის ადგილს;
6. მოწმეების ჩვენების/ახსნა-განმარტების შინაარსს:
ა) გარდაცვლილის გარდაცვალების ადგილს;
ბ) გარდაცვალების თარიღს;
გ) გარდაცვალების მიზეზს;
დ) სხვა ინფორმაციას გარდაცვლილის პირის შესახებ.
7. მოწმეების სახელსა და გვარს;
8. მოწმეების პირად ნომერს;
9. მოწმეების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერიას და ნომერს;
10. მოწმეების კავშირს გარდაცვლილთან;
11. მოწმეების ხელმოწერას;
12. ოქმის შემდგენი პირის მონაცემებს:
ა) სახელსა და გვარს;
ბ) პირად ნომერს;
გ) თანამდებობას.
13. შენიშვნის გრაფას;
14. ოქმის შემდგენის ხელმოწერას.
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
დანართი №1
ო ქ მ ი
პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ
1. ოქმის შედგენის თარიღი □□ □□ □□□□
რიცხვი თვე წელი
2. ოქმის შედგენის ადგილი __________________________________________________________________
ქალაქი/რაიონი, მუნიციპალიტეტი, სოფელი, მისამართი
ინფორმაცია გარდაცვლილი პირის შესახებ
3. სახელი ______________________ 4. გვარი _______________________ 5. სქესი _______ _______
მამრ. მდედრ.
6. დაბადების თარიღი □□ □□ □□□□ 7. დაბადების ადგილი __________________________________
რიცხვი თვე წელი
8. მოქალაქეობა___________________ 9. პირადი ნომერი □□□□□□□□□□□
10. პირადობის მოწმობის, პასპორტის ან სხვა დოკუმენტის სერია და ნომერი _______________________
11. უკანასკნელი რეგისტრაციის ადგილი ______________________________________________________
მოწმის/მოწმეთა ჩვენების/ახსნა-განმარტების შინაარსი
გარადაცვლილი პირის:
12. გარდაცვალების ადგილი ________________________________________________________________
13. გარდაცვალების თარიღი □□ □□ □□□□ 14. გარდაცვალების მიზეზი________________________
რიცხვი თვე წელი
15. სხვა ინფორმაცია გარდაცვლილი პირის შესახებ _____________________________________________
მოწმის (გარდაცვალების ფაქტის დამადასტურებელი პირის) ვინაობა
I.
16. სახელი __________________ 17. გვარი __________________18. პირადი ნომერი
19. პირადობის მოწმობის სერია და ნომერი__________________ 20. კავშირი გარდაცვლილთან:____________________
II.
21. სახელი __________________ 22. გვარი __________________23. პირადი ნომერი □□□□□□□□□□□
24. პირადობის მოწმობის სერია და ნომერი____________ 25. კავშირი გარდაცვლილთან:______________
26. მოწმეების (გარდაცვალების ფაქტის დამადასტურებელ პირთა) ხელმოწერა:
გარდაცვალების ფაქტთან და გარემოებებთან დაკავშირებით ჩემ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს. მე გაფრთხილებული ვარ ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით.
I. _____________________________ II.____________________________
ოქმის შემდგენი პირის მონაცემები
27. სახელი ______________ 28. გვარი ______________ 29. პირადი ნომერი □□□□□□□□□□□
30. თანამდებობა ____________________________________________________________________________
31. შენიშვნები _____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________________
(შენიშვნის გრაფაში სხვა მონაცემებთან ერთად შეიძლება მიეთითოს ოქმის რომელიმე გრაფის შეუვსებლობის მიზეზის შესახებ)
32.. ოქმის შემდგენის ხელმოწერა __________________________
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები