,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 116
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 18/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 59, 18/04/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.011.760
  • Word
116
18/04/2008
სსმ, 59, 18/04/2008
040.030.000.22.027.011.760
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.011.760

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №116

2008 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006 წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპურ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1“ ქვეპუნქტი:

1. დაბადების, გარდაცვალების, დაბადების და გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა;“;

ბ) ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1“ და 2“ ქვეპუნქტები:

1) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლა;

2) გვარის შესწორება (აღდგენა) და დადგენა;“;

გ) გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1“ ქვეპუნქტი:

1) ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა;“;

დ) ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია, რეგისტრაციიდან და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა, შესაბამისი პირადობის და ბინადრობის მოწმობების გაცემა და შეცვლა;“;

ე) ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემა და შეცვლა;“.

2. მე-2 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცხინვალის და აფხაზეთის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის ვ“, ი“, კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა უცხოელთა რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნისა და ბინადრობის მოწმობის გაცემისა. აფხაზეთის ტერიტორიული სამსახური თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს გაგრის, გუდაუთის, ოჩამჩირის, ტყვარჩელის, გალის, გულრიფშის და სოხუმის სახელით.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივის, ქ. თბილისის და ქ. ქუთაისის არქივების კომპეტენციაში შედის:

ა) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების პირველი ან მეორე ეგზემპლარების შენახვა და ქრონოლოგიური წესით ფორმირება;

ბ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების შეტყობინების საფუძველზე შესაბამის არქივში არსებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების პირველ ან მეორე ეგზემპლარში შესაბამისი აღნიშვნის შეტანა, არქივში არსებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების მეორე ეგზემპლარების შესაბამისობაში მოყვანა სამოქალაქო აქტის ჩანაწერის პირველ ეგზემპლართან;

გ) შესაბამის არქივში არსებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერის პირველი ან მეორე ეგზემპლარის საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობების გაცემა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

დ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის არსებობის ან არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

ე) კანონმდებლობით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე შესაბამის არქივში არსებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ასლის გაცემა;

ვ) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.“.

3. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:

41. სამსახურებრივ პასპორტს გასცემს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მხოლოდ დიდუბე-ჩუღურეთის, ქუთაისისა და ბათუმის სამსახურები;

42. ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტს გასცემს მხოლოდ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთისა და ახმეტის სამსახურები;“.

    მუხლი 2

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აჭარის არქივში დაცული დოკუმენტაცია 2008 წლის 5 მაისამდე გადაეცეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამოქალაქო აქტების ცენტრალურ არქივს.

    მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია