დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 ნოემბრის №766 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 113 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/04/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 58, 16/04/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.140.010.22.027.011.751 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.140.010.22.027.011.751
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №113
2008 წლის 16 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 ნოემბრის №766 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 15 ნოემბრის №766 ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №155, მუხ. 2151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“.
2. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა კომისიის საქმიანობის წესის შესახებ“ თანდართული დებულება.“.
3. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ა) დავით ჩხეტიანი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) კახა კოპაძე – სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამმართველოს მრჩეველი – კომისიის წევრი;
გ) კოტე თელია – სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამმართველოს მრჩეველი – კომისიის წევრი;
დ) ზვიად კუკავა – იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – კომისიის წევრი;
ე) გოჩა ვაჭარაძე – ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი;
ვ) ზაურ აბაშვილი – ნორმატიული აქტების სისმტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი – კომისიის წევრი;
ზ) ვასილ გონაშვილი – სამართალშემოქმედების დეპარტამენტის კონსტიტუციური სამართლის სამმართველოს უფროსი – კომისიის წევრი.“.
4. ბრძანებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა კომისიის საქმიანობის წესის შესახებ“
5. ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხებზე სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე და თავის საქმიანობას წარმართავს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 9 ნოემბრის №637 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების სხვა მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე.“
6. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. კომისიის სხდომის მდივნის ფუნქციებს ასრულებს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები