,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 336
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 57, 15/04/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 20/05/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.011.743
  • Word
336
08/04/2008
სსმ, 57, 15/04/2008
010.320.040.22.033.011.743
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.011.743

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №336

2008 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებით (სსმ III, 17.12.2006 წ., №6, მუხ. 50) დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს ცვლილებები და 28-ე 29-ე და 30-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 28. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტის უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება ჰუმანიტარულ ან მენეჯმენტის სფეროში;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის ან/და მედია სფეროში საქმიანობის არანაკლებ 7 წლის გამოცდილება;

გ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის ცოდნა;

დ) უცხო ენის (უპირატესობა ენიჭება ინგლისურს და რუსულს) ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) უმაღლესი განათლება ჰუმანიტარულ სფეროში;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში საქმიანობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის ცოდნა;

დ) უცხო ენის (უპირატესობა ენიჭება ინგლისურს და რუსულს) ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

3. კონსულტანტი:

ა) უმაღლესი განათლება ჰუმანიტარულ ან/და მედია სფეროში;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა ან/და მედიის სფეროში საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) უცხო ენის (უპირატესობა ენიჭება ინგლისურს და რუსულს) ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

    მუხლი 29. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო

1. სამმართველოს უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება ჰუმანიტარულ სფეროში;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიის სფეროში საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის ცოდნა;

დ) უცხო ენის (უპირატესობა ენიჭება ინგლისურს და რუსულს) ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

2. მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება ჰუმანიტარულ სფეროში;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის ცოდნა;

3. უფროსი სპეციალისტი:

    მუხლი 30. პრესასთან ურთიერთობის სამმართველო

1. სამმართველოს უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება ჰუმანიტარულ სფეროში;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიის სფეროში საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის ცოდნა;

დ) უცხო ენის (უპირატესობა ენიჭება ინგლისურს და რუსულს) ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

2. მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება ჰუმანიტარულ სფეროში;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური