„საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №959 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №959 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 313
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 08/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 55, 11/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 270.030.000.22.022.011.738
  • Word
313
08/04/2008
სსმ, 55, 11/04/2008
270.030.000.22.022.011.738
„საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №959 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.030.000.22.022.011.738

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

 მინისტრის ბრძანება №313

2008 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2007 წლის 11 ოქტომბრის №959 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №959 ბრძანებით დამტკიცებულ (სსმ III, 19.10.2007წ., №146, მუხ. 1643) საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ე) მასწავლებლისათვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების გაცემა დროებითი შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე „დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 10 მარტის №66/ნ ბრძანების შესაბამისად.“;

გ) მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს 91 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 91. შრომითი ხელშეკრულების    მოქმედების ვადა

სკოლასა და მასწავლებელს შორის ვადიანი შრომითი ხელშკრულების გაფორმების შემთხვევაში, რეკომენდებულია გრძელვადიანი – მინიმუმ 3–5 წლის ვადით შრომითი ხელშკრულების გაფორმება.“;

დ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სკოლის დირექტორი ვალდებულია, მასწავლებელთან დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების მოშლამდე, საკითხის ირგვლივ გამოიკვლიოს ყველა გარემოება, და მხოლოდ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პროცედურის დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება შრომითი ხელშკრულების მოშლის თაობაზე.“;

ე) მე-10 მუხლს დაემატოს მე-5–მე-8 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„5. სკოლის დირექტორი, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ვალდებულია, მასწავლებელთან დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების მოშლამდე, განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) მასწავლებელს გააცნოს წერილობითი მოტივირებული პრეტენზია, სადაც მითითებულ უნდა იქნეს მასწავლებლის მუშაობაში არსებული ხარვეზი და სკოლის დირექტორის პრეტენზია;

ბ) მასწავლებელს მისცეს შესაძლებლობა გამოთქვას თავისი წერილობითი მოსაზრება/დასაბუთება სკოლის დირექტორის მიერ წარდგენილ პრეტენზიასთან დაკავშირებით;

გ) შეხვდეს და გაესაუბროს მასწავლებელს მის მიმართ არსებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით.

6. შეხვედრაზე უნდა დაიგეგმოს მასწავლებლის მიმართ არსებული პრეტენზიისა და ხარვეზის გამოსწორების გზები და განისაზღვროს დამატებითი გონივრული ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. შეხვედრის თაობაზე უნდა შედგეს შეხვედრის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ოქმის შემდგენი, სკოლის დირექტორი და მასწავლებელი. თუ რომელიმე პირი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, აღნიშნულის თაობაზე უნდა აღინიშნოს ოქმში.

7. თუ დამატებით გონივრულ ვადაში მასწავლებლის მიერ არ ან ვერ იქნება გამოსწორებული ხარვეზი, მაშინ სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, რომელიც უნდა იყოს დეტალურად დასაბუთებული და რომლის შესახებაც მასწავლებელს წერილობით უნდა ეცნობოს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე.

8. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების შემდეგ დირექტორის მიერ წერილობით იქნება დასაბუთებული, რომ მასწავლებლის მუშაობაში არსებული ხარვეზის გამოსწორება შეუძლებელია და მას არ ექნება დადებითი ეფექტი სკოლის ინტერესებზე, დირექტორი უფლებამოსილია, სამეურვეო საბჭოს თანხმობის შემთხვევაში, არ განსაზღვროს ხარვეზის გამოსწორების გზები და დამატებითი გონივრული ვადა. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია სკოლის დირექტორმა მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულება მოშალოს დამატებითი ვადისა და ხარვეზის გამოსწორების გზების განსაზღვრის გარეშე, რომლის შესახებაც მასწავლებელს წერილობით უნდა ეცნობოს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ნოდია