დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 103 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/04/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 54, 10/04/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/04/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.030.22.027.011.737 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.22.027.011.737
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №103
2008 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №2
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი სისტემის მოსამსახურეთათვის თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებები
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
1. მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე – იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.
2. მინისტრის მოადგილე – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.
4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მოადგილე – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.
5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი – იუსტიციის მრჩეველი.
6. მინისტრის მრჩეველი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მრჩეველი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს მრჩეველი, მინისტრის თანაშემწე, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანაშემწე, გამომძიებელი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.
7. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სპეციალისტი, არქივარიუსი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს სპეციალისტი – I კლასის იურისტი.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები