,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ,,ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს“ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებების განსაზღვრის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ,,ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს“ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებების განსაზღვრის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი 31/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 54, 10/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.22.025.011.720
  • Word
40
31/03/2008
სსმ, 54, 10/04/2008
300.380.000.22.025.011.720
,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ,,ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს“ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებების განსაზღვრის შესახებ“
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.22.025.011.720

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №40

2008 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ,,ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს“ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებების განსაზღვრის შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. განისაზღვროს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ,,ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს“ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები და თანამდებობათა დასახელებები დანართის მიხედვით.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 დეკემბრის №118, (სსმ III, 2007 წ., №185, მუხლი 2063) ბრძანება ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ,,ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს“ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებების განსაზღვრის შესახებ“.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2008 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.   

ა. ხეთაგური

დანართი №1

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ,,ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს“ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები და თანამდებობათა დასახელებები

 

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი

 

1. სააგენტოს უფროსი

2720

2. სააგენტოს უფროსის მოადგილე

2360

3. სამმართველოს უფროსი

1540

4. სამმართველოს უფროსის მოადგილე

1300

5. სამსახურის უფროსი

1070

6. მთავარი ბუღალტერი

1070

7. ბუღალტერი

590

8. მთავარი სპეციალისტი

830

9. უფროსი სპეციალისტი

710

10. სპეციალისტი

590

11. სამეურნეო მუშაკი

420

12. მძღოლი

420

13. დამლაგებელი

190