დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 273 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 52, 07/04/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.011.702 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.702
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №273
2008 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ III, 26.09.2005წ., №112, მუხლი 1233) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამოღებულ იქნეს მე-4 დანართით დამტკიცებული საჯარო სკოლების ნუსხიდან სოფ. ტაშისკრის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ნოდია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები