დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12/2008 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 31/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 49, 01/04/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.190.020.15.008.011.694 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/04/2008 - 30/05/2008)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.694
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №12/2008
2008 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №04-02/3061 წერილის საფუძველზე დამტკიცდეს 2008 წლის 21 მაისის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილების და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა):
| შრომის ანაზღაურება | 18 631 250 ლარი; |
| სხვა საქონელი და მომსახურება | 10 215 289 ლარი; |
| არაფინანსური აქტივები | 2 109 978 ლარი; |
| სულ | 30 956 517 ლარი. |
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები