,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 175
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 31/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.011.689
  • Word
175
31/03/2008
280.120.000.22.026.011.689
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.011.689

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №175

2008 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ.1467) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანების მე-6 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საერთო საჯარისო, მეზღვაურთა და სამკურნალო-სასურსათო იჯრები საყაზარმე კვების პირობებში ყოველდღიურად საორიენტაციოდ 8.50 ლარის ოდენობით;

ბ) მფრინავთა სასურსათო იჯრა საყაზარმე კვების პირობებში ყოველდღიურად საორიენტაციოდ 9.50 ლარის ოდენობით;

გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, ზენორმატიული დატვირთვიდან გამომდინარე, სასურსათო კმაყოფაზე ყოფნისას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო იჯრა საყაზარმე კვების პირობებში ყოველდღიურად საორიენტაციოდ 10.50 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები და პირადი შემადგენლობა.

მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის პირველი აპრილიდან.

დ. კეზერაშვილი