,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 86
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 31/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48, 31/03/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 08/04/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.22.027.011.687
  • Word
86
31/03/2008
სსმ, 48, 31/03/2008
010.320.030.22.027.011.687
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.22.027.011.687

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №86

2008 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სასჯელაღსრულების ორგანოს მოსამსახურეებს მორიგ უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე.“;

ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სპეციალურ წოდებათა მინიჭებისათვის უშუალო უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კადრების განყოფილება ავსებს სპეციალურ წარდგინებას (დანართი №1) და წოდების მისანიჭებელი ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე უგზავნის იუსტიციის სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტს.“;

დ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. წოდებაზე წარდგენილი მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში უშუალოდ ხელმძღვანელმა უნდა აცნობოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტს.“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დაწესებულია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადები:

ა) საშუალო სპეციალური წოდება:

– უმცროსი ლეიტენანტი, უმცროსი იურისტი – 1 წელი;

– ლეიტენანტი, III კლასის იურისტი – 2 წელი;

უფროსი ლეიტენანტი, II კლასის იურისტი – 3 წელი;

კაპიტანი, I კლასის იურისტი – 3 წელი.“.

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. სხვა სახელმწიფო სამსახურიდან გადმოსულ მოსამსახურეთათვის წოდების მინიჭება

„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებიდან გადმოსულ მოსამსახურეს, რომელსაც განსხვავებული სპეციალური წოდება აქვს, მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით.“.

4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. სპეციალური წოდების მინიჭებაზე კონტროლი

ნომენკლატურის ფარგლებში სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, სპეციალური წოდებების თანამიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე კონტროლს ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი.“.

5. ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 1

                               

 

თანამდებობით გათვალისწინებული ზღვრული სპეცწოდება —————————————

—————————————————————————————————————————

საქ. იუსტიციის მინისტრის 200—წ. „——“ „ —————————“ „ ————“ ბრძანების შესაბამისად

 

წ ა რ დ გ ი ნ ე ბ ა

 

სპეცწოდების——————————————————————————————— მისანიჭებლად

 

————————————————————————————————————————— (სახელი, გვარი)

—————————————————————————————————————————

(დაკავებული თანამდებობა)

—————————————————————————————————————————

 

დაბადების წელი ————————

 

განათლება ———————————————————————————————————

(როდის და რომელი სასწავლო დაწესებულება დაამთავრა)

 

—————————————————————————————————————————

 

მინიჭებული წოდება ———————————————————————————————

 

—————————————————————————————————————————

 

სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნილია————————————————————————

 

სამედიცინო კომისიის „———“ „——————————————“

 

სამსახურისთვის —————————————————————————————————

(დასკვნის ფორმულირება)

 

ვადამდე წოდების მინიჭების საფუძველი——————————————————————

 

—————————————————————————————————————————

 

—————————————————————————————————————————

 

 

ნამსახურობის ნუსხა

როდიდან

თვე და

წელი

როდემდე თვე და წელი

თანამდებობის დასახელება, ორგანო, დაწესებულება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ______________________

 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ______________________

 

საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი _________________________

 

სამინისტროს საქვეუწყებო ორგანოებში

საკადრო რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი ______________________

 

 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კადრების

განყოფილების უფროსი ______________________

 

დანართი №2

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი სისტემის მოსამსახურეთათვის თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებები

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

1. მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე – იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.

2. მინისტრის მოადგილე – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.

3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.

4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მოადგილე – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.

5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე – იუსტიციის მრჩეველი.

6. მინისტრის მრჩეველი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მრჩეველი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს მრჩეველი, მინისტრის თანაშემწე, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანაშემწე – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.

7. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სპეციალისტი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს სპეციალისტი – I კლასის იურისტი.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია