,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“

,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 20/2008
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 10/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 55, 11/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.011.741
20/2008
10/04/2008
სსმ, 55, 11/04/2008
430.210.000.22.022.011.741
,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.15.008.011.741

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №20/2008

2008 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-4, მე-5 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1.

 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის შემდგომ საარჩევნო ბლოკების მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გახსნის დღიდან ამ ბლოკში შემავალი სუბიექტები ვალდებულნი არიან შეაჩერონ თავიანთი საარჩევნო კამპანიის ფონდების საქმიანობა და ისარგებლონ მხოლოდ საარჩევნო ბლოკის საარჩევნო კამპანიის ფონდით.

მუხლი 2.

საარჩევნო სუბიექტებმა, რომლებიც გაწევრიანებული არიან საარჩევნო ბლოკებში, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 48-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას, თავიანთი საკუთარი საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშების წარმოდგენასთან ერთად, საარჩევნო კომისიას ასევე წარუდგინონ ბანკის მიერ გაცემული ცნობა, მათი ფონდების ანგარიშებზე საფინანსო ოპერაციების მოქმედების შეჩერების შესახებ.

მუხლი 3.

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 4.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                           ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი                                                                     გ. მჭედლიძე