,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“

,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 15/2008
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 03/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 04/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.717
15/2008
03/04/2008
სსმ, 51, 04/04/2008
010.190.020.15.008.011.717
,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.717

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №15/2008

2008 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 1298 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 761 მუხლის დებულებათა დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს ან/და პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს შესაბამის საარჩევნო კომისიაში, რეგისტრირებულ მაჟორიტარ კანდიდატსა და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ადგილობრივ ორგანიზაციას, თუ კომისიამ არ დაადასტურა ზემოაღნიშნული დარღვევა.

მუხლი 2

საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 762 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება აქვთ: საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს ან/და პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს შესაბამის საარჩევნო კომისაში, რეგისტრირებულ მაჟორიტარ კანდიდატს, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ადგილობრივ ორგანიზაციასა და ცესკოს.

მუხლი 3

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 4

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                         ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი                                                                                   გ. მჭედლიძე