,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცხინვალის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1216 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 320
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48, 31/03/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/2009
სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.011.680
  • Word
320
28/03/2008
სსმ, 48, 31/03/2008
200.010.000.22.033.011.680
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცხინვალის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1216 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.011.680

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №320

2008 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცხინვალის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1216 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1216 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცხინვალის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულებაში“ (სსმ III, 20.11.07 წ., №163, მუხლი 1793) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ადმინისტრაცია;“;

ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. ადმინისტრაცია

ადმინისტრაცია:

ა) აწარმოებს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ბუღალტრულ აღრიცხვას;

ბ) აწარმოებს საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების აღრიცხვასა და კომპეტენციით განსაზღვრულ საკადრო საქმიანობას;

გ) უზრუნველყოფს საკომუნიკაციო და საკორესპონდენტო პროცესის კონტროლს;

დ) უზრუნველყოფს არქივის წარმოებას.“.

გ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) აწარმოებს გადამხდელთა საქმეებს, უზრუნველყოფს ინფორმაციის შეკრებას, სისტემატიზაციას და გადასცემს ადმინისტრაციას.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 აპრილიდან.

ნ. გილაური