დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №54 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 319 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 28/03/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 48, 31/03/2008 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 190.010.000.22.033.011.679 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.22.033.011.679
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №319
2008 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №54 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №54 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულებაში“ (სსმ III, 22.01.08 წ., №9, მუხლი 103) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ადმინისტრაცია;“;
ბ) ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი;
გ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ადმინისტრაცია
ადმინისტრაცია:
ა) აწარმოებს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ბუღალტრულ აღრიცხვას;
ბ) აწარმოებს საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების აღრიცხვასა და კომპეტენციით განსაზღვრულ საკადრო საქმიანობას;
გ) უზრუნველყოფს საკომუნიკაციო და საკორესპონდენტო პროცესის კონტროლს;
დ) უზრუნველყოფს არქივის წარმოებას.“.
დ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,პ-ფ“ ქვეპუნქტები:
,,პ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში ატარებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 158-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ, ასევე საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციასთან/ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ საგადასახადო შემოწმებებს;
რ) ახორციელებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში საგადასახადო შემოწმების აქტების შედგენას, შემოწმების აქტის საფუძველზე განხილვის ოქმისა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას და გადაწყვეტილების მისაღებად ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსისათვის/მოადგილისათვის წარდგენას;
ს) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საგადასახადო შემოწმებისას დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში სათანადო მასალების შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაცემას;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგადასახადო კოდექსებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ადგენს შესაბამის ოქმებს და უზრუნველყოფს შემდგომი რეაგირებისათვის იურიდიული სამმართველოსათვის დაუყოვნებლივ გადაცემას;
უ) საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით თანამშრომლობს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტთან და საჭიროების შემთხვევაში აწვდის შესაბამის ინფორმაციას;
ფ) ახორციელებს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში საგადასახადო შემოწმებების კუთხით გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაციის წარდგენას.“.
ე) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
,,21. მომსახურების სამმართველო არ ახორციელებს იმ გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო შემოწმებას, რომელთა მიმართ გასვლით საგადასახადო შემოწმებას მოცემული პერიოდისათვის ატარებს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი.“.
ვ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) აწარმოებს გადამხდელთა საქმეებს, უზრუნველყოფს ინფორმაციის შეკრებას, სისტემატიზაციას და გადასცემს ადმინისტრაციას;“.
ზ) ამოღებულ იქნეს მე-12 მუხლი.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ) უზრუნველყოს 2008 წლის 7 აპრილამდე დაწყებული საგადასახადო შემოწმებების დასრულება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
3. ბრძანება, გარდა პირველი პუნქტის ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“, ,,ზ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2008 წლის 1 აპრილიდან.
4. ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“, ,,ზ“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2008 წლის 7 აპრილიდან.
ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები