„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №168 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №168 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 315
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48, 31/03/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.011.675
  • Word
315
28/03/2008
სსმ, 48, 31/03/2008
010.320.010.22.033.011.675
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №168 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.011.675

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №315

2008 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №168 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №168 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის დებულებაში“ (სსმ III, 05.03.07, №29, მუხლი 346) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელებთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის XV თავით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურების განხორციელება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელთა საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების კამერალური შემოწმების, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 158-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, ასევე საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციასთან/ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საგადასახადო შემოწმებების განხორციელება;“.

ბ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ1-ლ4“ ქვეპუნქტები:

,,ლ1) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში საგადასახადო შემოწმების აქტების შედგენა, შემოწმების აქტის საფუძველზე განხილვის ოქმისა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და გადაწყვეტილების მისაღებად ინსპექციის უფროსისათვის წარდგენა. საგადასახადო შემოწმებისას დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სათანადო მასალების შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაცემის უზრუნველყოფა;

2) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგადასახადო კოდექსებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ოქმების შედგენა და შემდგომი რეაგირების უზრუნველყოფა;

3) საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტთან თანამშრომლობა და საჭიროების შემთხვევაში მისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;

4) წარადგინოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში საგადასახადო შემოწმებების კუთხით გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა.“

გ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

,,4. ინსპექცია არ ახორციელებს იმ გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო შემოწმებას, რომელთა მიმართ გასვლით საგადასახადო შემოწმებას მოცემული პერიოდისათვის ატარებს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი“.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციამ უზრუნველყოს 2008 წლის 7 აპრილამდე დაწყებული საგადასახადო შემოწმებების დასრულება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

3. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 7 აპრილიდან.

ნ. გილაური