დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №176 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 310 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 48, 31/03/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.010.000.22.033.011.670 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.011.670
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №310
2008 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №176 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №176 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულებაში“ (სსმ III, 29.02.08, №32, მუხლი 337) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილები:
ა) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საგადასახადო შემოწმებების სამმართველო;“.
ბ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. საგადასახადო შემოწმებების სამმართველო
1. საგადასახადო შემოწმებების სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ატარებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 158-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ, ასევე საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციასთან/ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ საგადასახადო შემოწმებებს;
გ) ახორციელებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში საგადასახადო შემოწმების აქტების შედგენას, შემოწმების აქტის საფუძველზე განხილვის ოქმისა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას და გადაწყვეტილების მისაღებად ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსისათვის/მოადგილისათვის წარდგენას;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საგადასახადო შემოწმებისას დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში სათანადო მასალების შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაცემას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგადასახადო კოდექსებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ადგენს შესაბამის ოქმებს და უზრუნველყოფს შემდგომი რეაგირებისათვის იურიდიული სამმართველოსათვის დაუყოვნებლივ გადაცემას;
ვ) საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით თანამშრომლობს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტთან და საჭიროების შემთხვევაში აწვდის შესაბამის ინფორმაციას;
ზ) ახორციელებს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში საგადასახადო შემოწმებების კუთხით გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაციის წარდგენას.
2. საგადასახადო შემოწმებების სამმართველო არ ახორციელებს იმ გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო შემოწმებას, რომელთა მიმართ გასვლით საგადასახადო შემოწმებას მოცემული პერიოდისათვის ატარებს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი.“.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ) უზრუნველყოს 2008 წლის 7 აპრილამდე დაწყებული საგადასახადო შემოწმებების დასრულება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 7 აპრილიდან.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები