დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1230 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 308 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 48, 31/03/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.22.033.011.668 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.011.668
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №308
2008 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1230 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1230 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულებაში“ (სსმ III, 29.11.07, №169, მუხლი 1876) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ადმინისტრაცია;“;
ბ) ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი;
გ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ადმინისტრაცია
ადმინისტრაცია:
ა) აწარმოებს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ბუღალტრულ აღრიცხვას;
ბ) აწარმოებს საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების აღრიცხვასა და კომპეტენციით განსაზღვრულ საკადრო საქმიანობას;
გ) უზრუნველყოფს საკომუნიკაციო და საკორესპონდენტო პროცესის კონტროლს;
დ) უზრუნველყოფს არქივის წარმოებას.“;
დ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ-ფ“ ქვეპუნქტები:
„პ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში ატარებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 158-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ, ასევე საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციასთან/ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ საგადასახადო შემოწმებებს;
რ) ახორციელებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში საგადასახადო შემოწმების აქტების შედგენას, შემოწმების აქტის საფუძველზე განხილვის ოქმისა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას და გადაწყვეტილების მისაღებად ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსისათვის/მოადგილისათვის წარდგენას;
ს) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საგადასახადო შემოწმებისას დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში სათანადო მასალების შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაცემას;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგადასახადო კოდექსებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ადგენს შესაბამის ოქმებს და უზრუნველყოფს შემდგომი რეაგირებისათვის იურიდიული სამმართველოსათვის დაუყოვნებლივ გადაცემას;
უ) საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით თანამშრომლობს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტთან და საჭიროების შემთხვევაში აწვდის შესაბამის ინფორმაციას;
ფ) ახორციელებს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში საგადასახადო შემოწმებების კუთხით გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაციის წარდგენას.“;
ე) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. მომსახურების სამმართველო არ ახორციელებს იმ გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო შემოწმებას, რომელთა მიმართ გასვლით საგადასახადო შემოწმებას მოცემული პერიოდისათვის ატარებს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი.“;
ვ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) აწარმოებს გადამხდელთა საქმეებს, უზრუნველყოფს ინფორმაციის შეკრებას, სისტემატიზაციას და გადასცემს ადმინისტრაციას;“;
ზ) ამოღებულ იქნეს მე-12 მუხლი.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ) უზრუნველყოს 2008 წლის 7 აპრილამდე დაწყებული საგადასახადო შემოწმებების დასრულება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
3. ბრძანება, გარდა პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2008 წლის 1 აპრილიდან.
4. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2008 წლის 7 აპრილიდან.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები