დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 ნოემბრის №1242 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 293 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 48, 31/03/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/05/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.070.22.033.011.653 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.033.011.653
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №293
2008 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 ნოემბრის №1242 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 ნოემბრის №1242 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის დებულებაში (სსმ III, 29.11.07, №169, მუხლი 1880) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-13 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) სამინისტროს და მისი სისტემის საჯარო მოსამსახურეთათვის მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემოწმება;“;
ბ) დებულების მე-13 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებების ხელშემწყობი მიზეზების ანალიზი, რეკომენდაციების მომზადება და დასკვნაში ასახვა.“ .
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები